სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
2016-07-07 7 ივლისს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გაათავისუფლეს სივრცითი დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი - ზაალ გუდაძე. გუდაძე საკრებულოში 2014 წლიდან მუშაობდა ინფრასტრუქტურის საკითხებში ექსპერტ-კონსულტანტად და დანიშნული იყო საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. მისი გათავისუფლების მიზეზად საშტატო რაოდენობის გადაჭარბება დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქ გორის საკრებულოს ხელშეკრულებით მხოლოდ 12 შტატის აყვანა შეუძლია, გუდაძე კი ლიმიტს ზემოთ დანიშნული ხელოვნურად აღმოჩნდა. საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა, გუდაძე სხვა ოთხ თანამშრომელთან ერთად, პირველად 2016 წლის 16 ივნისს გაათავისუფლა, მაგრამ ბრძანება 2 საათში ბათილად გამოაცხადა. ამ პერიოდში, მეტრეველმა ხელშეკრულებით დანიშნა საკუთარი პარტიის „ქართული პარტიის“ წევრები ირაკლი ოქრუაშვილი და კახა ერგემლიძე, რის შემდეგაც გათავისუფლების ბრძანებები გააუქმა და აღდგენილი თანამშრომლები რიგითობით 12 დაშვებული შტატის შემდეგ დანიშნულებად ჩაითვალნენ. გათავისუფლების შემდეგ ორი თანამშრომელი, ზაალ გუდაძე და გიორგი აფციაური, ისევ ხელშეკრულებით აღადგინეს სამსახურში, დანარჩენი სამი თანამშრომელი, რომლებიც კონკურსის წესით იყვნენ დანიშნულები მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნეს, რაც ნიშნავს, რომ მათ კონკურსის გავლა ხელმეორედ მოუწევთ. ზაალ გუდაძე გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც „ქართული პარტიის“ წევრია, ცდილობს საკუთარი პარტიის წევრების დანიშნვას საკრებულოში. გუდაძისა და მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული სამი თანამშრომლის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე