ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ტყიბულში
2016-08-04 4 აგვისტოს სოფელ საწირის სკოლის ფეხბურთის სტადიონზე გაიმართა ფინალური შეხვედრები მინი ფეხბურთში. ჩემპიონატის მთავარი ორგანიზატორი იყო ტყიბულის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს „ახალგაზრდულმა საკრებულომ“ და „იმერეთის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამაც“. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი - რობიზონ გვენეტაძე, გამგებლის მოადგილე - გიორგი ლომთაძე, საკრებულოს თავმჯდომარე - თამაზ კუბლაშვილი, თვითმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, „იმერეთის ფეხბურთის ფედერაციისა“ და „იმერეთის ახალგაზრდული ასოციაციის“ წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ასევე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე. თამაშის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს მიულოცეს და გადასცეს საჩუქრები. დეპუტატობის კანდიდატმაც მიულოცა გამარჯვებულებს და სიტყვით მიმართა, რაც აგიტაციის ნიშნებს შეიცავდა.5 საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. ამგვარ ღონისძიებაზე კანდიდატის მიერ აგიტაციის გაწევა ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე