წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლის ფაქტი ბაღდათში
2016-08-02 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბაღდათის ოფისის ხელმძღვანელის, გიორგი რობაქიძის ინფორმაციით, პარტიას ადგილობრივი ოფისის ქირავნობასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. პარტია ოფისს ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე რიცხული ფართიდან წლების გამნმავლობაში ქირაობდა. ხელშეკრულების ვადის გასვლის მოახლოებასთან ერთად პარტიამ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მიმართა და ხელშეკრულების გაგრძელება ითხოვა. გამგებელმა საკითხი გადასაწყვეტად საკრებულოს სხდომაზე გაიტანა, თუმცა, საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ენმ-ს ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი ეთქვა. საკრებულოს უარის მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ შენობის ფართი გამოეყო ა(ა)იპ ინფორმაციული უზრუნველყოფის, ეთნოკულტურის და ტურიზმის განვითარების ფონდს. საგულისხმოა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი აღნიშნული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს გოჩა ხორავას დაუკავშირდა, რათა დაეზუსტებინა გამოყოფილი ფართის შესახებ ინფორმაცია, თუმცა იგი საერთოდ არ იყო ინფორმირებული საკრებულოს მიერ მისი ორგანიზაციისთვის ფართის გამოყოფის თაობაზე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე