ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი ბათუმში
2016-08-04 4 აგვისტოს ბათუმში პ/გ ,,ჩვენი სამშობლოს“ აქცია გამართა, რომელშიც აჭარის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. მანამდე, 3 აგვისტოს, ღამის საათებში პარტიის წარმომადგენლები ქუჩებში ავტომობილებითა და მეგაფონებით გადაადგილდებოდნენ და ხალხს მომდევნო დღეს ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებდნენ. 4 აგვისტოს მათი მობილიზება მიკროავტობუსებით დილის 11 საათიდან ევროპის მოედანზე დაიწყო. შეკრებილები აქციის ორგანიზატორების მიმართვის შემდეგ შეძახილებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისისკენ გაემართნენ. აქციის მონაწილეებს დამზადებული ჰქონდათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და თურქი ოპოზიციონერის ფეთჰულა გიულენის რეზინის ფიტულები, რომელიც ენმ-ოს ოფისის წინ დემონსტრაციულად დაწვეს. მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც ამის შემდეგ დაიწყო. მხარეებს შორის ურთიერთბრალდებებისა და სიძულვილის შემცველი შეძახილები ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.8 ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აქციის დაწყების წინ ძალოვან უწყებას მიმართა. ძალოვანი უწყებები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მობილიზებული იყვნენ ენმ-ს ოფისთან. მათ მხარეებს შორის კორიდორი ქონდათ გაკეთებული და ცდილობდნენ ფიზიკური დაპირისპირებისათვის ხელი შეეშალათ. აქციის მიმდინარეობისას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით „ჩვენი სამშობლოს“ მხარდამჭერი ერთი პირი გია მახარაძე იქნა დაკავებული. დაპირისპირება სიძულვილის ენის შემცველი შეძახილების ფონზე ნახევარ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. “ძირს ფაშისტური ორგანიზაცია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ,,დაისაჯონ მისი წარმომადგენლები, როგორც სისხლისმღვრელი რეჟიმის შემქმნელები“, მკვლელებო“, - ეს შეძახილები ისმოდა ,,ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენლების მხრიდან. “თქვენ ივანიშვილის მონებო“, ,,ფაშისტებო“, და ა.შ. - ასეთი იყო შეძახილები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისგან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე