საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტი თელავში
2016-08-31 ყვარლისა და თელავის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვასილ კევლიშვილის განცხადებით, იგი საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს გამოცემული აქტით, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 14-ე მუხლის 5-ე პუნქტით და მე-20 მუხლის შესაბამისად კანონით განსაზღვრულ ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის წარუდგენლობის გამო 1,000 ლარით დააჯარიმეს. კევლიშვილი აცხადებს, რომ რეგისტრაციის შემდეგ არ გაუფრთხილებიათ დეკლარაციის შევსების ვალდებულების შესახებ და, ვინაიდან ის საჯარო მოხელე არ არის, არ იყო ინფორმირებული აღნიშნული ვალდებულების შესახებ. იგი დაჯარიმების ფაქტს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლად აფასებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე