საკონტროლო ფურცლების არასათანადოდ შევსება
2016-10-30 ბათუმის #70 მაჟ. ოლქის #58 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პირველ ამომრჩეველს ხელი არ მოაწერინა საკონტროლო ფურცელზე. მას შემდეგ, რაც საკონტროლო ფურცლის ერთი, ხელმოუწერელი ეგზემპლარი ჩააგდეს გადასატან ყუთში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დარჩენილ ორ ეგზემპლარზე ხელი მოაწერინა პირველ ამომრჩეველს. შესაბამისად, ძირითად ყუთში ჩაგდებული და თავმჯდომარესთან შენახული საკონტროლო ფურცლის ეგზემპლარები არ ემთხვევა გადასატან ყუთში ჩაგდებულ ეგზემპლარს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე