საბიუჯეტო ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტში
2018-10-24 2018 წლის 1 მაისს ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით გაიზარდა უფასო სასადილოების დაფინანსება 75,830 ლარით. ასევე ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში გამოიყო თანხა გარე განათების რეაბილიტაციისთვის 36,834 ლარის ოდენობით, ხოლო გარე განათების მოწყობისთვის გამოიყო 26,959 ლარი. ამავე ცვლილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის გათვალისწინებული დაფინანსებისთვის განისაზღვრა 9,600 ლარი. საკრებულოს მიერ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ივლისის თვეში განხორციელებული ცვლილება შეეხო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რის საფუძველზეც 522,675 ლარით გაიზარდა ამ ტიპის საქმიანობის დაფინანსება. 2018 წლის 27 აგვისტოს N63 დადგენილების საფუძველზე კი გაიზარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ხარჯები.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე