ფიზიკური ანგარიშსწორება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით
2018-11-29 29 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით კასპის რაიონის სოფელ ხიდისყურში, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი - ალიოშა გულიოღლი თანასოფლელებმა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა - გულო ბაირამოვმა და გურაზა ბაირამოვმა სცემეს. ნაცემი ალიოშა გულიოღლი, კასპში მედალფას კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებულს მედიკოსებმა, თავის ტრავმა (ტვინის შერყევა) დაუდგინეს. თავდაპირველად კონფლიქტი გულო ბაირამოვსა და ალიოშა გულიოღლის შორის არჩევნების დღეს, 28 ოქტომბერს დაიწყო. სოფელ ხიდისყურის ცენტრში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გულო ბაირამოვმა, თანასოფლელებთან ერთად ალიოშა გულიოღლის როგორც გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერს შეაგინეს. 28 ოქტომბერს თანასოფლელებს შორის დაწყებული სიტყვიერი კონფლიქტი 29 ოქტომბერს სოფელ ხიდისყურის ცენტრში გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გულო ბაირამოვს მისი შვილიშვილი გურაზა ბაირამოვი გამოესარჩლა, ორივე ერთად კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ ალიოშა გულიოღლის. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე