პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა
2018-12-10 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, ბორჯომში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დასაქმებულებს დავალებული აქვთ მეორე ტურში არჩევნებზე მისვლა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ აგიტატორებს აქვთ ამომრჩეველთა ერთიანი სიები, მისამართების მიხედვით, სადაც მითითებულია თუ ვინ იყო არჩევნების პირველ ტურზე და ვინ არა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო მოხელეებზე გაიცემა მკაცრი დავალებები, რომ ოჯახის ყველა წევრი საარჩევნო უბანზე მიიყვანონ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე