მუქარა-ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით
2018-11-19 ხაშურში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეხანძრე-მაშველებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ და საარჩევნო უბნიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის დამადასტურებელი ფოტო მასალის გამოტანას სთხოვენ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან ერთ-ერთმა მეხანძრემ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. ერთ-ერთ მეხანძრეს კი მმართველი პარტიის წარმომადგენელი შეპირდა შესაბამისი ტელეფონით უზრუნველყოფას, რათა ფოტოს გადაღება შეძლოს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე