ზეწოლა/მუქარა პოლიტიკური ნიშნით
2018-11-19 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზეწოლა ხორციელდება იმ მოქალაქეებზე რომლებიც წარსულში იყვნენ ნასამართლევი ნარკოტიკების მოხმარებისთვის, აგრეთვე იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ გარკვეული დანაშაულებისთვის. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა მოიკვლია და გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია. რამდენიმე ადამიანმა დაუდასტურა, რომ ნამდვილად ხორციელდება ზეწოლა ახალგაზრდებზე ეგრეთ წოდებული „ძველი ბიჭების“ მხრიდან, რომლებიც მოუწოდებენ ახალგაზრდებს, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს. ასევე, „სამართლიანი არჩევნები“-ს დამკვირვებელს ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მის შვილზე, რომელიც წარსულში იყო ნასამართლევი ხორციელდება ზეწოლა „ქართული ოცნების“ აგიტატორების მხრიდან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე