ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2018-11-19 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ პირადობის მოწმობები ან აქვთ ვადაგასული პირადობის მოწმობები, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, აქტივისტები და აგიტატორები სთავაზობენ თანხის გადახდას პირადობის მოწმობების ასაღებად. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და ერთ-ერთმა მოქალაქემ დაადასტურა, რომ მას შესთავაზეს პირადობის მოწმობის ასაღებად თანხის გადახდა, იმ შემთხვევაში თუ ის მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე