ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
2018-11-19 ქარელის მერმა ბაგა-ბაღების დირექტორებთან შეხვედრა ჩაატარა, სადაც მათ ხელფასის მომატებასთან ერთად დაჰპირდა რომ მუშაობისთვის უკეთეს პირობებს შეუქმნიდა და უფრო მეტ დამლაგებლებსაც აიყვანდნენ, რაც შრომას შეამსუბუქებდა. ეს ინფორმაცია დამკვირვებელს ბაგა-ბაღების დირექტორებმა მიაწოდეს თუმცა სამსახურის დაკარგვის შიშით ვინაობის გამხელა არ ისურვეს. მათივე განცხადებით ბაგა ბაღების გაერთიანების გამგეები თათბირებს ატარებენ და თანამშრომლებს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე უყვებიან. შეხვედრებზე შეკრებილებს ასევე ეუბნებიან, რომ იმისთვის რომ მეტი გაკეთდეს, თითოეულმა თანამშრომელმა ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე