მუქარა დამკვირვებელზე
2020-07-09 „სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას, ადგილობრივი წარმომადგენლების მეშვეობით, 1 ივნისიდან ახორციელებს. ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გაწეული მონიტორინგი, ასევე, მოიცავს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან. მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის დამკვირვებელმა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან შეხვედრები დაიწყო, 13 ივნისს, პირად მობილურზე დაფარული სატელეფონო ნომრიდან დაუკავშირდნენ. ანონიმურმა პირმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს განუცხადა რომ „ზემოდან რეკავდა" და გააფრთხილა რომ, „ზედმეტი მოძრაობების" შემთხვევაში, მის ბიზნესს პრობლემა შეექმნებოდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე