საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-07-09 1, 6 და 15 ივნისს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში, ამომრჩევლებისთვის სოციალური დახმარებების გადაცემაში ჩაერთო და, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, სოციალურად მოწყვლად ოჯახებს სასურსათო პაკეტები დაურიგა. ფატი ხალვაშის ბიუროს წარმომადგენელმა, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბარში, განაცხადა, რომ დეპუტატმა 70 სასურსათო კალათა თავისი 5 სახსრებით შეიძინა და 1 ივნისს, დაბა ჩაქვის, გორგაძეებისა და ხალის ტერიტორიაზე, მოქალაქეებს დაურიგა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე