ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-07-09 25 ივნისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები გადავადდა და, ზაფხულის ნაცვლად, შემოდგომაზე ჩატარდება. ხოლო, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს შრომით ხელშეკრულებას. განათლების სისტემაში, ამჟამად, 14 000-მდე პრაქტიკოსი პედაგოგია. 2020 წელს, პირველად სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან, სკოლაში პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო და მათ ხელშეკრულებები აღარ უნდა გაგრძელებოდათ. მათ სტატუსის ამაღლების შანსი 2020 წლის ზაფხულზე ორგანიზებული გამოცდების დროს უნდა 11 მისცემოდათ, ეს გამოცდა, კი, შემოდგომისთვის გადავადდა და ცნობილი არ არის როდის გაიმართება. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას პანდემიით შექმნილ მდგომარეობას უკავშირებს, თუმცა, სამინისტროს არ გადაუვადებია მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა გამოცდა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში, 22 ივლისიდან - 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. 2020 წელს მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე