სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
თარიღი: 2020-08-19
პერიოდი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: მარტვილი , ვედიტკარის, თამაკონის, ინჩხურისა და ონოღის თემი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება
2020-06-24 მარტვილი მარტვილში, მერის წარმომადგენლებს რამდენიმე სოფელში აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია, საარჩევნოდ უფრო გამოცდილი კადრებით ჩანაცვლებაზე. მარტვილის მერიის ცნობით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში 2020 წლის 18 თებერვალს შესული ცვლილების შესაბამისად, მერის წარმომადგენლები და სხვა პირები განისაზღვრნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად. აქედან გამომდინარე მარტვილის მერიამ 2020 წლის 6 აპრილს მერის წარმომადგენლებთან გააფორმა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მოქმედების ვადად განსაზღვრა 2020 წლის 24 ივნისი. შესაბამისად ვადის ამოწურვის შემდეგ მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში 4 წარმომადგენელს არ გაუფორმდა ახალი ხელშეკრულება. მოწოდებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საუბარია ვედიტკარის, თამაკონის, ინჩხურისა და ონოღის თემის რწმუნებულებზე. „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი დაუკავშირდა ონოღის თემში მერის ყოფილ წარმომადგენელს, რომელმაც აღნიშნა, რომ სამსახურის დატოვება მისთვისაც მოულოდნელი იყო წინასაარჩევნო პერიოდში. ის ფიქრობდა, რომ მინიმუმ ოქტომბრის ბოლომდე გაუხანგრძლივდებოდა ხელშეკრულების ვადა. საუბრისას, მან ღიად არ დააფიქსირა, თუ რას თვლიდა გათავისუფლების მოტივად.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე