სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა
2020-06-11 სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, 11 ივნისს, ქალაქ კასპში, ფარნავაზის ქუჩაზე „ჰაიდერბეგცემენტის’’ წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის შესახებ. აქციის დაანონსების შემდეგ, ის დაიბარეს კასპის მერიაში, სადაც მერის მოადგილე ზაზა მარიდაშვილი ესაუბრა და სთხოვა აქცია აღარ გაემართა, რადგან წინასაარჩევნო კამპანიაა და ეს მმართველ პარტიაზე უარყოფითად იმოქმედებდა. მილაძემ აღნიშნული ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელსაც დაუდასტურა. როგორც მილაძეს მერიაში უთხრეს, პრობლემის მოგვარება თვითმმართველობას დაწყებული ქონდა და იგეგმებოდა კომპანიასთან მემორანდუმის გაფორმება, რომლითაც გადაწყდებოდა ფარნავაზის ქუჩაზე ცემენტმზიდების მიერ ყოველდღიურდ გამოფრქვეული ცემენტის მტვრის პრობლემა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას. აქცია მაინც გაიმართა, რის შემდეგაც მილაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ხუთი დღის განმავლობაში დაუბლოკეს „ფეისბუქ” ანგარიშები.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე