ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
2020-07-21 საჩხერის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯალაურთაში მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა, მოსახლეობას ახალი პროექტი გააცნეს, რომელიც სოფელ ჯალაურთაში გზების რეაბილიტაციას გულისხმობს. მუნიციპალიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული პროექტი ხორციელდება საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის უშუალო ძალისხმევით და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. „ქართულმა ოცნებამ” პაატა კვიჟინაძე საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე