ეკლესიის ჩარევა წინასაარჩევნო კამპანიაში
2020-07-26 მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, მრევლს სიძულვილის ენის შემცველი ქადაგებით მიმართა. მისი განცხადებით, იგი ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის - „ქართული ოქნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მეუფის თქმით, დარგალმა „რეინკარნაცია მოახდინა საბჭოთა პირსისხლიანი კულტის, ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის დამამხობელისა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გამარღვეველის, ნარიმან ნარიმანოვისა.” სამწყსოსადმი მიმართვის სახით, კი დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. საგულისხმოა, რომ ძეგლის აღების მოთხოვნით აქცია 16 ივლისს გაიმართა, სადაც მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსი სიტყვით გამოვიდა. შეხვედრას რუსეთის საგერო საქმეთა სამინისტროს ორგანიზაცია „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი” ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე და პარტია „ქართული იდეის” ლიდერი, ლევან ჩაჩუაც ესწრებოდნენ. პარტიამ „ქართული იდეა” 2020 წლის საპარალმენტო არჩევნებისთვის ცესკოს რეგისტრაციისთვის მიმართა და ამჟამად რეგისტრაციის პროცესშია. მედიის ინფორმაციით, აქციას ანტიდასავლური განწყობებით გამორჩეული პარტია „ქართული მარშიც” ესწრებოდა, თუმცა პარტიის ლიდერები ინფორმაციას უარყოფენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე