სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია სოციალური დახმარებების გაცემისას
თარიღი: 2020-07-03
პერიოდი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2020-07-03 კორონაპანდემიის დროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების ნაწილს ადგილობრივი მერია საკვები პროდუქტებით დაეხმარა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 3 ივლისს, „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს დაუკავშირდა სურამში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი. მათი ინფორმაციით, არაერთი მიმართვის მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლება მათ არ დახმარებია. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ სოციალურ დახმარებას არ იღებენ, მისივე თქმით შემწეობა მას შემდეგ მოუხსნეს, რაც „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა და ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით ხდება, რადგან მმართველ პარტიას მხარს არ უჭერენ. „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა ინფორმაცია გამოითხოვა მერიიდან, თუ რამდენ ოჯახს დაეხმარა მუნიციპალუტეტი. მათი ცნობით, ბიუჯეტიდან სასურსათო პროდუქტებისთვის 40 000 ლარამდე გამოიყო, თუმცა მოხვდა თუ არა ამ სიაში ეს ოჯახი, მერიამ, კონფიდენციალობის მოტივით, ინფორმაცია არ მოგვაწოდა. სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან აცხადებს, რომ ხაშურის მერის გიორგი გურასპაშვილის დავალებით, ხელისუფლება მხოლოდ იმ ოჯახებს დაეხმარა, რომლებიც მმართველ პარტიას უჭერს მხარს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე