ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-09-30
2020-09-08 10 აგვისტოს, კახა კუკავამ ვილნიუსის ბაღში მოსახლეობას მთაწმინდა - კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ირაკლი ჯალაღონია წარუდგინა. კუკავამ, შეხვედრაზე მყოფ ხალხს, განუცხადა პარტიის მიერ „იაფი მედიკამენტების" პროგრამის დანერგვის შესახებ. მისი თქმით, პარტიამ თურქეთიდან შემოიტანა გარკვეული რაოდენობის მედიკამენტები, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს იაფად, თურქეთში არსებული ფასით. მისი განცხადებით, აფთიაქები რომლებსაც მონოპოლიზებული აქვთ სააფთიაქო ბაზარი, გაცილებით ძვირად ყიდიან აღნიშნულ მედიკამენტებს. კუკავას განცხადებით, მათ შემოიტანეს მედიკამენტების სოლიდური რაოდენობა, მათ შორის, წამალი გულით დაავადებული ადამიანებისთვის, რომელიც თურქეთში 70 ლარი, ხოლო საქართველოს სააფთიაქო ქსელებში - 220 ლარი ღირს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე