სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა
2020-09-30
2020-09-08 10 აგვისტოს, „ქართული ოცნების" ნინოწმინდა-ახალქალაქის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა განაცხადა, რომ ენზელ მკოიანს აშანტაჟებენ და ემუქრებიან. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბრისას, ენზელ მკოიანმა დაადასტურა ადვოკატის მიერ მედია საშუალებებისთვის მიწოდებული ინფორმაცია. მისი თქმით, დაურეკეს და უთხრეს არჩევნებზე არ ეფიქრა, თორემ წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს.  21 აგვისტოს, ენზელ მკოიანის ძმის მანქანა აფეთქდა. დეპუტატის თქმით, ბოლო დროს ამ ავტომობილით მგზავრობდა, სამიზნეც ის იყო და მომხდარს არჩევნებს უკავშირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე