ფიზიკური დაპირისპირება
2020-09-30 28 სექტემბერს, სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს და ფეხში დაჭრეს. დაზარალებულს თავდამსხმელი არ დაუნახავს. ოპოზიციურ პარტიაში მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებენ. მარნეული-გარდაბნის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან აღნიშნა, რომ დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ იპოვეს ტირის თოფიდან ნასროლი ტყვიაც. იმამყულიევის თქმით, „ევროპული საქართველოს“ აქტივისტები ცდილობდნენ საარჩევნო მასალისა და ბანერის გაკვრას, რის საშუალებასაც მმართველი პარტიის მხარდამჭერები და თვითმმართველობის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. პარტიას ზედამხედველობის სამსახურმა ერთი დღის ვადა მისცა უკანონო მშენებლობის (ბანერის აღმართვის) დემონტაჟისთვის. ეს შემთხვევაც მაშინ მოხდა, როდესაც მათი აქტივისტი საარჩევნო ბანერს აკრავდა. პოლიციისადმი მიმართვის მიუხედავად, მას საქმის გამოძიების დიდი იმედი არ აქვს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. https://www.interpressnews.ge/ka/article/620636-ahmed-imamqulievi-sopel-sadaxloshi-evropuli-sakartvelos-aktivists-savaraudod-tiris-topidan-esroles


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე