ფიზიკური დაპირისპირება
2020-09-30 19 სექტემბერს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გლდანის ხევის დასახლების #1 კორპუსთან მდებარე სკვერში. სკვერი არის ახლადრეაბილიტირებული გლდანის რაიონის გამგეობის მიერ და იქ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წევრების მიერ განთავსებული იყო პარტიის სიმბოლოკიანი დროშები. სკვერში მივიდა „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის 10-მდე წარმომადგენელი და პარტიული დროშების საქართველოს დროშებით ჩანაცვლება სცადა, რასაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. მხარეებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტი განიმუხტა საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ. მხარეები პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს და ორივე მხარის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე დაიწყო გამოძიება. მომხდარ ინციდენტს დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს „ქართული ოცნების“ გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე. ის „სამართლიან არჩვენებთან“ საუბარში ამბობს, რომ დროშები მოსახლეობამ საკუთარი ინიციატივით განათავსა და ამაში კანონდარღვევა არ არის.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე