მუქარა და კამპანიისთვის ხელის შეშლის მცდელობა
2020-10-13
2020-09-30 პარტია „ევროპული საქართველოს” რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, 12 სექტემბერს, გარდაბნის რაიონში, სოფელ ვაზიანში „ევროპული საქართველოს" შტაბის მოხალისეებს, ხელისუფლების წარმომადგენელმა „ქართული ოცნების" აქტივისტები მიუგზავნა, რომლებიც ყვირილითა და შეძახილებით ცდილობდნენ ხელის შეშლას. ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, აქტივისტებს შავი ჯიპით, ლევან მენახშირიშვილი აედევნა და დავალებებსაც ის გასცემდა. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი დაუკავშირდა ლევან მენახშირიშვილსაც, რომელიც უარყოფს რაიმე ფორმით ინციდენტში მონაწილეობას და აღნიშნავს, რომ ის შეხვედრის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდა. „სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ლევან მენახშირიშვილი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულია მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტის პოზიციაზე. 


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე