"ლელოს" ახალგაზრდული გუნდის წევრის მიმართ ზეწოლა
2020-09-30 12 სექტემბერს, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა განაცხადა პარტიის ახალგაზრდული გუნდის წევრის, ირაკლი მატუას მიმართ ზეწოლის შესახებ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრმა ოთარ ქადარიამ, ირაკლი მატუას პარტიის დატოვების სანაცვლოდ, მე-11 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა თანხა 600 ლარის ოდენობით. ირაკლი მატუამ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან დაადასტურა ზემოაღნიშნული. მისივე განმარტებით, ოთარ ქადარია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თაზო ფაცაციას დავალებით მოქმედებდა. მისი თქმით, ქადარიამ მას უთხრა, დაეტოვებინა ზუგდიდი და არავისთან გასულიყო კავშირზე. ფულის გადაცემის დროს ასევე დაჰპირდნენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ააიპ-ში სამსახურის დაწყებას. ადგილზე რაიმე სახის მუქარას ადგილი არ ქონია, თუმცა მატუა აცხადებს რომ ის შეშინდა, ვინაიდან ადგილობრივ დონეზე მთავრობას ზურგს უმაგრებს ზვიადისტები, რომლებთანაც ლელოს არც ისე დიდი ხნის წინ მწვავე შელაპარაკება მოხდა. ქადარიამ ასევე უყიდა ავტობუსის ბილეთი თბილისის მიმართულებით, გამოართვა ტელეფონი და მისი სახელით, მის ფეისბუქ გვერდზე, ლელოს რიგების დატოვების შესახებ გააკეთა მიმართვა. ავტობუსი როგორც კი ზუგდიდს გასცდა, ირაკლი მატუამ მოახერხა პარტიის წევრებთან დაკავშირება, რის შემდეგაც ის ჩამოვიდა ცაცხვის მიმდებარე ტერიტორიაზე და პარტიის წევრებმა „ლელოს“ ოფისში წაიყვანეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე