ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-10-01 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისათვის წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 9 სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის სახვითი ხელოვნების გალერეის საკონფერენციო დარბაზში, მერის ლევან კუპრეიშვილის და გიორგი გამსახურდიას ვეტერანებთან ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. წყაროს განმარტებით, გიორგი გამსახურდიამ ვეტერანებს დახმარება და მხარდაჭერა სთხოვა: „თუ მხარში დაგვიდგებით და იმუშავებთ ქართულ ოცნების სასარგებლოდ, უზრუნველყოფილი იქნებით ყველანაირად“.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე