ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-10-01 „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში, ოთარ კახიძემ, წარადგინა საარჩევნო კამპანიის წარმოების მისეული ხედვა, რაც მოიცავს: მასტერკლასების, ტრენინგ კურსების ჩატარებას სხვადასხვა თემებზე. კახიძის თქმით, ტრენერები იქნებიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, რომლებიც, მის საარჩევნო კამპანიაში ამ მხრივ მოახდენენ დონაციას. იგი უფასო იურიდიულ კონსულტაციებს პირდება ქუთაისის მაცხოვრებლებს კვირის მანძილზე სპეციალურად გამოყოფილ დღეებსა და საათებში. დამკვირვებლის კითხვაზე, მოხდება თუ არა მოწოდება მის არჩევასთან დაკავშირებით აღნიშნული კონსულტაციების სანაცვლოდ, უპასუხა დიახ - იგი ყველა მის ოფისში შემომსვლელს მოუწოდებს მხარდაჭერისკენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე