ფიზიკური ძალადობა
2020-10-23
30 სექტემბერს, თბილისი-მარნეულის გზაზე, „ქართული ოცნების" შტაბის წევრ თემურ შუბითიძეს თავს დაესხნენ. ავტომობილს, რომლითაც იგი სამსახურში მიდიოდა, მანქანა დააჯახეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნება" აღნიშნულ ფაქტს წინა დღით მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებს.
თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი მესტიის მუნიციპალიტეტიდან. ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრმა ნათია ქურდიანმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაკავებულებს ბრალი დაუმძიმეს და წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან აქტიურად უჭერდნენ მხარს ოპოზიციას, ეწინააღმდეგებოდნენ ჰესების აშენებას და „ხელისუფლებას სურდა წინასაარჩევნოდ ისინი სვანეთიდან მოეშორებინა".
ამ საქმეში შერჩევით სამართალს ხედავს მეუფე გიორგი ჯამდელიანი. მისი თქმით, დაკავებულები ღირსეული ადამიანები არიან, რომლებიც მესტიაში იცავენ ჰესების თემას და სხვა საკითხებს, ასევე დაკავშირებული არიან მასთან და შესაძლოა ეს გარემოება გახდა მიზეზი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე