ფიზიკური ძალადობა
2020-10-23
„ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, 16 ოქტომბერს, სოფელ ახალუბანში, „ქართული ოცნების" რამდენიმე წარმომადგენელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ წარმომადგენლებს, როცა ეს უკანასკნელნი პარტიის პლაკატებზე „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის პლაკატების გადაკვრის ფაქტის ამსახველი კადრების გადაღებას ცდილობდნენ.
„ქართული ოცნების" შტაბის უფროსის, მიხეილ გოგინაშვილის თქმით, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების" პლაკატების ჩამოხევა და საკუთარი პლაკატების გაკვრა სცადეს, რაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. შედეგად „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წარმომადგენელი ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა ადგილობრივს.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე