სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება
2020-10-26
19 ოქტომბერს, სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლის დიასახლისმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. მზია ხარაშვილის თქმით, ეს სკოლის დირექტორის მაია ხუნაშვილის თხოვნის გამო გააკეთა. თავის მხრივ, ხუნაშვილი ასე იმიტომ მოიქცა, რომ დედოფლისწყაროს რესურსცენტრმა ორ ვარიანტს შორის არჩევანის წინაშე დააყენა - სამსახურიდან გაეშვა მზია ხარაშვილი, ან თავად დაეტოვებინა სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლის დირექტორის პოზიცია. მზია ხარაშვილმა აღნიშნა, რომ შევიდა სკოლის დირექტორის მდგომარეობაში და მხოლოდ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება დაეწერა განცხადება. ამ პროცესში ჩართული იყო N10 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კობა თარაშვილი, რომელმაც დედოფლისწყაროს რესურსცენტრს მოსთხოვა მზია ხარაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება. აღნიშნული უკავშირდება მზია ხარაშვილის მეუღლეს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორია მირზაანის თემში.
მაია ხუნაშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ მზია ხარაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა დიასახლისის პოზიცია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე