ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
2020-10-26 28 სექტემბერს, წყალტუბოში გაიმართა სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო". მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული დღესასწაულის შესახებ და ღონისძიებას მხოლოდ მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გაიმართა საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდა ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საპატიო მოქალაქეებისთვის სპეციალური ჯილდოების გადაცემაში და ბოლოს ღონისძიება ანსამბლ „ნადურთან" ერთად სიმღერით დახურა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე