ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
2020-10-26 8 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მერიის კუთვნილი ავტომობილით, რომლითაც ხელვაჩაურის მერის მოადგილე არჩილ ბარამიძე სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გადაადგილდება, დააფიქსირეს „ქართული ოცნების" ხელვაჩაურის შტაბის ახალგაზრდული ფრთის წევრი – მანუჩარ რიჟვაძე. 
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი მერის მოადგილეს არჩილ ბარამიძეს დაუკავშირდა. მან დაადასტურა რომ რიჟვაძე ნამდვილად იჯდა მერიის ბალანსზე არსებულ ავტომობილში, თუმცა მცირე დროით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე