მასშტაბური საქველმოქმედო პროექტები
თარიღი: 2020-10-27
პერიოდი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: საქართველო
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2020-10-27 15 ოქტომბერს, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერმა ისაუბრა დედაქალაქის შემადგენლობაში არსებული ტყეების მდგომარეობის გამოსწორებასა და ამ მიზნით, ფონდ „ქართუს" მიმდინარე პროექტზე, რომლის ფარგლებშიც 700 ჰექტარი გამწვანდება, მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტირება მოხდება, გარდა ამისა, გათვალისწინებულია როგორც ტურისტული, ასევე სპორტული საფეხმავლო ბილიკების პროექტების განხორციელება. ამ ყველაფრისთვის მან მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს", ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე