შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შევსება
2020-11-03 07.09.26 საუბნო საარჩევნო კომისიის პროპორციული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში კომისიის ბეჭდის ნომერი მითითებულია შეცდომით. გამორჩენილია ოქმის შედგენის დრო, ასევე კომისიის ორი წევრის ხელმოწერები. შედეგების შემაჯამებელ ოქმს ახლავს შესწორების ოქმი, რომლის შინაარსი გაურკვეველია. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მე-4 გრაფაში მითითებული მონაცემი არ ემთხვევა პროპორციული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმის მე-4 გრაფაში მითითებულ მონაცემს. კომისიის ბეჭდის ნომერი მითითებულია შეცდომით. გამორჩენილია ოქმის შედგენის დრო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე