აგიტაციისთვის ხელის შეშლა
2020-12-08 18 სექტემბერს, „ლელოს" ვაკის საარჩევნო შტაბთან „ქართული მარშის" ორგანიზებით გაიმართა აქცია, რომელსაც ესწრებოდა დაახლოებით 50-ზე მეტი ადამიანი, მათ ყალბი ფული დაყარეს "ლელოს" შტაბის წინ. "მარშის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ „ლელო" იყო მევახშეების პარტია და ეს ყალბი ფულიც სწორედ ამის სიმბოლო იყო. აღნიშნული აქცია დაახლოებით 30 წუთში დაიშალა. „ლელოს" წარმომადგენლების განცხადებით, „ქართული მარშის" ეს პერფორმანსი მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე