პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა
2021-09-05
ყვარელში, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლევან ხუციშვილი 23 აგვისტოს ყვარლის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ლევან ხუციშვილის და, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, ამბობს, რომ დაბარება უკავშირდებოდა ფეისბუქზე გაკეთებულ კომენტარს, ბრალდებას, თითქოს, ლევან ხუციშვილმა ერთ ადამიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა სოციალური ქსელში. ნინო ხუციშვილის თქმით, საჩივრის შემტანი პირი სუსთან თანამშრომლობაშია შემჩნეული. ლევან ხუციშვილი გამორიცხავს ფეისბუქზე ისეთი აქტივობის განხორციელებას, რის გამოც შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ნინო ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ მის ოჯახის წინააღმდეგ მომავალშიც განხორციელდეს პროვოკაციული ქმედებები მმართველი პარტიის მხრიდან. ოჯახის პოლიტიკური ნიშნით დევნას იგი უკავშირებს პარტია "საქართველოსთვის” კახეთის რეგიონულ წარმომადგენელთან კომუნიკაციას, რომელიც სთავაზობდა ადგილს პარტიულ სიაში, რაზეც უარი განაცხადა.

ლევან ხუციშვილი 26 აგვისტოს ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რასაც და ასევე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე