ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2021-09-07
19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ხაშურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ვალერი გელაშვილის შტაბის წევრები „მომავლის სახლს" ესტუმრნენ, დღესასწაული მიულოცეს და პროდუქტები მიუტანეს. ვიდეო სოციალურ ქსელში შტაბის წევრმა გაავრცელა, სადაც „მომავლის სახლის" თანამშრომლები ვალერი გელაშვილის დახმარებაზე საუბრობენ და მას წარმატებას უსურვებენ. ვიდეო ამჟამად აღებულია სოციალური ქსელიდან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე