1. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  4. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  5. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  8. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  11. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  12. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  13. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  17. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  19. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  23. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 107
123456

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2021-03-31
ოლქი: ნინოწმინდა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, აგიტაცია

2020-11-01

ნინოწმინდის 41-ე საარჩევნო ოლქის მე-9 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი შემოხაზა რეგისტრატორთან.

...

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2020-12-04
ოლქი: გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

2020-12-04 გურჯაანის 30-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დროს ირღვევა კენჭისყრის ფარულობა. ამომრჩევლებს ბიულეტენები კაბინებიდან გამოაქვთ გახსნილ მდგომარეობაში ისე, რომ უბ...

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2020-12-04
ოლქი: წალენჯიხა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

2020-12-04 წალენჯიხის მე-18 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა პ/გ ,,ქართული ოცნების" რიგითი ნომერი უჩვენა უბანზე მყოფ პირებს. კომისიის წევრების  მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა....

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2020-12-03
ოლქი: ქარელი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

2020-12-03 ქარელის მე-13 საარჩევნო უბანზე 14:20 ზე ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ ბიულეტენს სურათი გადაუღო, აღნიშნულზე კომისიის წევრებმა ბულეტენი გადახიეს და ახალი ბიულეტენი მისცეს. ...

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2020-12-03
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2020-12-03 გორის 23-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა რომელიც შეყვანილი იყოს სპეციალურ სიაში (ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა #107 საარჩევნო უბანზე), ხმა მისცა ძირითად უბანზე. რეგისტრატორმა 11:30 წუთზე ამომრჩეველს მარკირება გაუკეთა და რეგისტრაციაში გაატარა, ისე, რომ ამომრჩეველს არ წარმოუდგენია თვითიზოლაციის დასრულების რაიმე საბუთი. აღნიშნული ფაქტი აღმოაჩინა კომისიის თავმჯდომარემ 17:00 საათზე და აცნობა ზემდგომ საოლქო კომისიას. ...

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2020-12-03
ოლქი: საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

2020-12-03 საბურთალოს 52-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი. კომისიის თავმჯდომარემ ბიულეტენის შეცვლის დროს გახსნა ამომრჩევლის მიერ გადაცემული ბიულეტენი და ნახა თუ ვის მისცა მან ხმა და ამის შემდეგ გადასცა ახალი. ...

ამომრჩეველთათვის ფოტოსურათის გადაღება

თარიღი: 2020-12-03
ოლქი: რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ამომრჩევლებისთვის ფოტოს გადაღება

2020-12-03 რუსთავის 59-ე საარჩევნო უბანზე მედია საშუალება ,,ნიუპოსტის"წარმომადგენელი მოსულ ამომრჩევლებს ფოტოებს უღებდა და სპეციალური პროგრამის საშუალებით ამოწმებდა გარკვეული სახის ინფორმაციას. უბანზე დაიწერა საჩივარი და საოლქოში დაიწერა საჩივარი, რომელიც აყენებდა თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს. ...

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2020-12-03
ოლქი: ვაკე
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2020-12-03 ვაკის 43-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა, რის შემდეგაც რეგისტრატორმა კომისიის წევრმა დაწერა ახსნა-განმარტება....

მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემა

თარიღი: 2020-11-20
ოლქი: მთაწმინდა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , მარკირების წესის დარღვევა

2020-11-20 მთაწმინდის 32- ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა  ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემების გადამოწმების გარეშე  გაუკეთა ამომრჩეველს მარკირება, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი სხვა საარჩევნო უბანზე იყო რეგისტრირებული. ორგანიზაციის სარჩელი კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დაკმაყოფილდა საოლქოს მიერ.  ...

ამომრჩევლებისთვის ფოტოს გადაღება

თარიღი: 2020-11-20
ოლქი: ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ამომრჩევლებისთვის ფოტოს გადაღება

2020-11-20 ქობულეთის 49-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა დარღვევა, კერძოდ, საარჩევნო უბანზე მყოფი დამკვირვებლები ახორცელებდნენ ამომრჩეველთა ფოტოგადაღებას. აღნიშნულ ფაქტზე მხოლოდ დაგვიანებით - 15:00 საათზე მოხდა რეაგირება თავმჯდომარის მხრიდან და ამ ეტაპისთვის დარღვევა აღმოფხვრილია და აღარ ხდება ფოტო-გადაღება. ...

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2020-11-20
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

2020-11-20 ზუგდიდის 79-ე საარჩევნო უბანზე 13:15 საათზე ერთ ამომრჩევლის მიერ ადგილი ჰქონდა რამდენიმე ამომრჩევლისათვის დახმარების გაწევას. კერძოდ, ამომრჩეველი ხმის მიცემის დროს, დახმარების გაწევის მიზნით, რამდენიმე ამომრჩეველს შეყვა საარჩევნო კაბინაში და აფიქსირებდა მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს საარჩევნო ბიულეტენში. დაწერილი საჩივარი თავმჯდომარის პასუხისმგებლობის შესახებ არ განხილულო საოლქოს მიერ.  ...

გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2020-11-20
ოლქი: ბაღდათი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

2020-11-20 ბაღდათის 22-ე საარჩევნო უბანზე, გადასატანი საარჩევნო ყუთი არ იყო დალუქული შესაბამისად. საოლქომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა მდივნის და თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენებაზე.  ...

გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2020-11-20
ოლქი: ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

2020-11-20 ლაგოდეხის 21-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში - ყუთის ჭრილი არ იყო დალუქული გადასატანი ყუთით ხმის მიცემის დასრულების შემდეგ. საჩივარი კომისიის წევრის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე დაკმაყოფილებულ იქნა საოლქოს მიერ.  ...

გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2020-11-20
ოლქი: ქედა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

2020-11-20 ქედის მე-12 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა  კომისიის წევრებმა ამომრჩეველს გადასცა ერთი სახის ორი ბიულეტენი.  საუბნო კომისიის წევრის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე დარეგისტრირდა საჩივარი და დაკმაყოფილებულ იქნა საოლქოს მიერ. 

გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2020-11-20
ოლქი: გლდანი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

2020-11-20 გლდანის მე-5 საარჩევნო უბანზე მეხუთე საარჩევნო უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის კომისიამ, მისამართზე ვიზიტის დროს, ხმის მიცემის საშუალება მისცა პირს, რომელიც არ იყო რეგისტრირებული გადასატანი ყუთის საშუალებით ხმის მიმცემთა სიაში. საოლქომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის საჩივარი შესაბამისი კომისიის წევრების დისციპლინურ პასუხისმგებლობის დაყენებაზე.  ...

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2020-11-20
ოლქი: ფოთი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

2020-11-20 ფოთის მე-17 საარჩევნო უბანზე, 9:45 წუთზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ხანდაზმული ამომრჩევნლისათვის კენჭისყრის კაბინაში არაუფლებამოსილი პირის შეყოლისა და კაბინაში ფოტოს გადაღების ფაქტს, რაც წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის დარღვევას. საჩივარი დარეგისტრირდა უბანზე, გადაეცა საოლქოს სადაც დაკმაყოფილებული არ იქნა.  ...

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2020-11-20
ოლქი: მცხეთა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

2020-11-20 მცხეთის 29-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კაბინაში იმყოფებოდა ორი ამომრჩეველი ერთდროულად. საჩივარი დარეგისტრირდა უბანზე და გადაეცა საოლქოს, სადაც დაკმაყოფილებული არ ყოფილა.  ...

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2020-11-20
ოლქი: ისანი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

2020-11-20 ისანის 73-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა, ორ შემთხვევაში მოახდინა საარჩევნო კაბინაში მყოფ ამომრჩეველთან კომუნიკაცია. ...

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2020-11-20
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

2020-11-20 ზუგდიდის 79-ე საარჩევნო უბანზე  რამდენიმე ამომრჩეველს შეყვა ამომრჩეველი კაბინაში, არ უწევდა დახმარებას, აფიქსირებდა მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს საარჩევნო ბიულეტენში. ...

მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემა

თარიღი: 2020-11-20
ოლქი: ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , მარკირების წესის დარღვევა

2020-11-20 ახმეტის მე-4 საარჩევნო უბანზე ნაკადს დროებით არეგულირებდა თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. მან არ შეამოწმა ამომრჩევლის მარკირება. რეგისტრატორმა გაუკეთა ამომრჩეველს მარკირება და ამომჩეველმა მისცა ხმა. ...