გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 3
1

არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა

2018-11-28 საარჩევნო უბანზე დილიდან იმყოფებოდა საქართველოს ქრისტიანულ კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს არაუფლებამოსილ პირს და არ აქვს იმყოფებოდეს საარჩევნო უბანზე....

არაუფლებამოსილი პირი უბანზე

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა

2018-11-28 #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პოლიციელი (ფორმით), რომელიც არ იყო ამომრჩეველი და არ ქონდა უბანზე ყოფნის უფლება. აღნიშნული პირი უბნის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით იღებდა ფოტო-სურათებს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითებით, პოლიციელმა შეწყვიტა ფოტოების გადაღება და დატოვა უბანი. მოცემულ ფაქტზე კომისიის თავმჯდომარეს არ მოუხდენია რეაგირება....

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა; უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების მიერ კომისიის საქმიანობაში ჩარევა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა , კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა

2018-11-28 #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი (მერის ძმა) საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს უმოწმებენ საარჩევნო ბიულეტენში თუ რომელი კანდიდატი აქვთ შემოხაზული. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდგომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს. აღნიშნული პირები ასევე ერევიან საუბნო კომისიის საქმიანობაში და კომისიის თავმჯდომარეს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს....