გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 15
1

მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემა

თარიღი: 2019-01-21
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები , ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2018-11-29 ზუგდიდის #19 საარჩევნო უბანზე 15:00 მისულ ამომრჩეველს მარკირების შემოწმების პროცედურის ჩატარებისას დაუფიქსირდა მარკირება. ნაკადის მომწესრიგებელმა დარეჯან ხუფაცარიამ და კომისიის თავმჯდომარემ ცირა პაპავამ ამომრჩეველი მაინც დაუშვეს საარჩევნო უბანზე და ამ ამორჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ...

საარჩევნო დოკუმენტაციის დაკარგვა

თარიღი: 2018-11-29
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-29 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე დაიკარგა ე.წ. სამაგიდო სია, რის შედეგადაც დროებით შეწყდა ხმის მიცემის პროცესი და უბანზე პოლიცია იმყოფებოდა. ხმის მიცემა განახლდა ისე, რომ დაკარგულ სამაგიდო სიაში მყოფ ამომრჩეველს არ აძლევდნენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. „სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის შედეგების ბათილობა მოითხოვა. ...

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო შევსება/წარმოება

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-28 რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელი მოაწერინა სამაგიდო სიაში თავისი მონაცემების გასწვრივ, სადაც უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი სხვა ამომრჩეველს....

ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები

2018-11-28 ზუგდიდის #80 საარჩევნო უბანზე, 12:55 წუთზე, დაფიქსირდა მარკირება გაკეთებული ამომრჩევლის მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობას. კომისიის თავმჯდომარემ უკვე მარკირებაგავლილ ამომრჩეველს არ მისცა საშუალება შესულიყო უბანზე. სევე, სამმა ამომრჩეველმა კაბინიდან გამოსვლისას #48 შემოხაზული ბიულეტენი დაანახეს კომისიას. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინა რეაგირება და მისცა შესაბამისი მითითება, რომ კონვერთში მოეთავსებინათ ბიულეტენი. ...

მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ზუგდიდი , საჯარო სკოლს შენობა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს , მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები

2018-11-28 #67 ოლქის #59 უბნის კომისიის წევრმა არ გაიკეთა მარკირება...

კომისიის წევრის მიერ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე , ფუნქციების გადანაწილების პროცედურების დარღვევა

2018-11-28 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა ნებისმიერი სახის ფუნქციის შესრულებაზე....

უბანზე მყოფმა პირმა არ გაიარა რეგისტრაცია ჩანაწერთა წიგნში

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-11-28 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე შემოსულმა პირმა, რომელსაც ჰქონდა აკრედიტაციას, შესაბამისი წესით რეგისტრაცია არ გაიარა. ...

დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა

თარიღი: 2018-11-28
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

2018-11-28 ზუგდიდის #20 საარჩევნო უბანზე, 10:25 წუთზე, დამკვირვებელმა თინათინ კაკაჩიამ - სამოქალაქო ალიანსი "განვითარების" წარმომადგენელმა ხელი შეუშალა სამართლიანი არჩევნების მობილური ჯგუფის წარმომადგენელს დათა აქუბარდიას შესულიყო საარჩევნო უბანზე. გაკეთდა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში და კომისიის თავმჯდომარემ მითითება მისცა თინათინ კაკაჩიას. ...