1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 47
123

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების შეხვედრა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან

თარიღი: 2012-06-16
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-06-16 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გიგი უგულავამ და ნიკა გილაურმა რესტორან ტრიუმფში სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გამართეს და მათ ალაფურშეტით გაუმასპინძლდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმართ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დანერგილი პრაქტიკის გათვალისწინებით დროულად განასაჯაროოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხარჯთაღრიცხვა უკანასკნელი თვეების მანძილზე. [youtube]pTHtJIq9b8k[/youtube]...

ივანე ჯანგულაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-06-12
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-31 ივანე ჯანგულაშვილი 1970 წლის 19 იანვრიდან მუშაობდა არაგვის ხეობის წყალსადენების სადგურების გაერთიანებაში ამწყობი-მექანიკოსის თანამდებობაზე. მან, 2012 წლის 01 მაისიდან დადო ახალი შრომითი ხელშეკრულება შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან", რომლის საფუძველზეც კომპანიაში მუშაობა დაიწყო ენერგეტიკული უზრუნველყოფის დეპარტამენტის, ენერგო მეურნეობის განყოფილებაში, არაგვის ხეობის ელექტრო ქსელების ექსპლოატაციის ჯგუფის მთავარ ენერგეტიკოსად. 2012 წლის 29 მაისს დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბ...

პრეზიდენტის მიერ საჯარო სკოლებისა და ბაღების დირექტორებისათვის ღვინოების გადაცემა

თარიღი: 2012-06-12
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-07-17 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ საჩუქრები. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დაადასტურა აღინიშნული ფაქტი და დააკონკრეტა, რომ „დირექტორებს საჩუქრად გადაეცათ ყვარლის რაიონში, პრეზიდენტის მარანში, მისი ოჯახის პირადი დანახარჯით ჩამოსხმული სასუვე...

თბილისის მერიის მიერ თბილისის საჯარო სკოლებისთვის თანხის ჩარიცხვა

თარიღი: 2012-06-12
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-07-16 თბილისის მერიამ „თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიზნით“ დედაქალაქის ყველა საჯარო სკოლას მაის-ივნისის თვეში 5000-დან 10 000 ათას ლარამდე ჩაურიცხა. სკოლის პედაგოგები ადასტურებენ, რომ თბილისის მერიიდან ჩაირიცხა თანხა, საიდანაც თითოეულ მასწავლებელს პრემიის სახით 50 ლარი დაერიცხა. ასევე, მასწავლებლების გარდა პრემია სკოლის სხვა თანამშრომლებმაც მიიღეს. საიამ განცხადებებით მიმართა კონტროლის პალატას, ქ.თბილისის საკრებულოსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას...

დავით ბაქრაძისა და ნიკოლოზ გილაურის შეხვედრა ”ვი-თი-ბი ბანკისა” და ”ტაო პრივატ” ბანკის თანამშრომლებთან

თარიღი: 2012-06-12
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-07-16 2012 წლის 12 ივნისს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დავით ბაქრაძე და ნიკოლოზ გილაური, სასტუმრო ”ტიფლის თაუერში” დახურულ შეხვედრაზე ”ვი-თი-ბი ბანკისა” და ”ტაო პრივატ” ბანკის თანამშრომლებს შეხვდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეხვედრაზე მიწვეულ სტუმრებს ალაფურშეტით გაუმასპინძლდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს კონტროლის პალატასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას. წყარო: [url]http://palitrat...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ფონდი ”ქომაგის” ბენეფიციარების დაკითხვა პოლიციაში

თარიღი: 2012-06-09
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-07-18 მოქალაქეების - გივი ქურიძის, მანანა გურგენაშვილის, ლამზირა ყოჩიშვილის, ნუგზარ ბელქანიას საიასთვის მიცემული ახსნა-განმარტებების თანახმად, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, მითითებულ პირთა მოწმის სახით დაკითხვის პროცესში, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს. ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ნამდვილად მიმართეს ფონდ ,,ქომაგს”. მათი განმარტებით, 2012 წლის 9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახლებში მიაკითხეს და მოტყუების...

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების შეხვედრა ლიბერთი ბანკის თანამშრომლებთან

თარიღი: 2012-06-08
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-06-08 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გიგი უგულავამ, დავით ბაქრაძემ და ნიკა გილაურმა რესტორან სენატში ლიბერთი ბანკის თანამშრომლებთან დახურული შეხვედრა გამართეს და მათ ალაფურშეტით გაუმასპინძლდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმართ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დანერგილი პრაქტიკის გათვალისწინებით დროულად განასაჯაროოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხარჯთაღრიცხვა უკანასკნელი თვეების მანძილზე. http://info9.ge/?l=G&m=1000&i...

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-05-28
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-17 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის 28 მაისს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა „სამინისტროსა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობის გამო“. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ, როგორც სამინისტროს განცხადებაშია მითითებული, მინისტრსა და მიმინოშვილს შორის „დაპირისპირება დაახლოებით 10 თვის განმავლობაში გრძელდებოდა“. თვითონ ქალბატონი მაია მისი სამსახურიდა...

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების შეხვედრა მედიცინის მუშაკებთან

თარიღი: 2012-05-28
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-07-16 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა რესტორან ”მონოპოლში” და ”ტრიუმფში” მედიცინის მუშაკებთან შეხვედრები გამართეს. ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები 1500-ზე მეტ ადამიანს დახურულ შეხვედრებზე ხვდებიან. მედიცინის მუშაკებმა დაადასტურეს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეხვედრებზე მათ ალაფურშეტითაც უმასპინძლდებიან. აღნიშნულ...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან

თარიღი: 2012-05-13
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-05-13 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გიგი უგულავამ და გიორგი მელაძემ რესტორან ლაზურში სკოლის პედაგოგებთან დახურული შეხვედრა გამართეს და მათ ალაფურშეტით გაუმასპინძლდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმართ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დანერგილი პრაქტიკის გათვალისწინებით დროულად განასაჯაროოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხარჯთაღრიცხვა უკანასკნელი თვეების მანძილზე. [youtube]_DRdH5Xx3iE[/youtube]...

პაატა თუშურაშვილის გათავისუფლება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან

თარიღი: 2012-04-30
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-17 პაატა თუშურაშვილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2012 წლის 30 აპრილს სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისათვის გაათავისუფლეს. პაატა თუშურაშვილის განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლება დაკავშირებულია მისი მეუღლის მაია ფანჯიკიძის პოლიტიკურ შეხედულებასა და საქმიანობასთან. მაია ფანჯიკიძე 2011 წლის დეკემბრიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერი და აქტიური წევრია. ...

პოლიტიკურად მოტივირებული თვითცენზურის სავარაუდო ფაქტი

თარიღი: 2012-03-27
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-18 2012 წლის 27 მარტს რევაზ საყევარიშვილი, "ფორბს ჯორჯიას" მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გადადგა. მარტის გამოცემაში ამერიკულმა "ფორბსმა" თვალსაჩინო სტატია მიუძღვნაოლიგარქსა და ქართული ოპოზიციის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჟურნალის მიერ შემუშავებულ მილიარდელების სიაში 153-ე ადგილს იკავებს ყოფილი რედაქტორის თქმით, "ფორბსის" გამოცემის უფლებისმქონე კომპანია „მედია პარტნერსის" დამფუძნებელს, გაგიკ აღიზარიანმა საყევარიშვილს მოსთხოვა ისინი ჩაენაცვლებ...

”ქართული პარტიის” გენერალური მდივნის ირაკლი დოლაბერიძის თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა

თარიღი: 2012-03-11
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13 ”ქართული პარტიის” გენერალურ მდივანს ირაკლი დოლაბერიძეს უკანონოდ აქვს შეზღუდული გადაადგილების უფლება. 2012 წლის 11 მარტს ირაკლი დოლაბერიძე სტამბულის გავლით პარიზში მიემგზავრებოდა. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას პასპორტი უკან დაუბრუნეს და უთხრეს, რომ მისი სახელი და გვარი იმ პირთა ბაზაში იყო შეტანილი, ვისაც ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა. მსგავსი ფაქტი ასევე მოხდა 2012 წლის 6 იანვარსაც. ბატონი ირაკლი აღნიშნავს, რომ დაახლოებით ორი კვირის განმავლობ...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „მე მიყვარს თბილისი“

თარიღი: 2012-02-22
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-02-22 ვიდეო რგოლი „მე მიყვარს თბილისი“ პირდაპირ არ ხდება საქართველოს მთავრობის ან სხვა საჯარო ინსტიტუტების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება, თუმცა რგოლებში გამოყენებული კადრები და სიმღერის ზოგიერთი ფრაზა აშკარად მიუთითებს იმ მიღწევებზე, რომლებიც მაყურებლისთვის მოქმედ ხელისუფლებასთან ასოცირდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რ...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „ჩვენ ვაშენებთ სახლს“

თარიღი: 2012-02-22
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-02-22 ვიდეო რგოლი „ჩვენ ვაშენებთ სახლს“ პირდაპირ არ ხდება საქართველოს მთავრობის ან სხვა საჯარო ინსტიტუტების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება, თუმცა რგოლებში გამოყენებული კადრები და სიმღერის ზოგიერთი ფრაზა აშკარად მიუთითებს იმ მიღწევებზე, რომლებიც მაყურებლისთვის მოქმედ ხელისუფლებასთან ასოცირდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „ვარდების რევოლუცია - 8 წელი“

თარიღი: 2012-02-22
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-02-22 ვიდეო რგოლში, სადაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის სიტყვებზე დაყრდნობით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ მიღწევებსა და რეფორმებზეა საუბარი. კადრებში ჩანს საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა დეტალურად შეისწავლონ თი...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - განათლების რეფორმასთან დაკავშირებული რეკლამა

თარიღი: 2012-02-22
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-02-22 განათლების რეფორმასთან დაკავშირებული რეკლამა სცდება სოციალური რეკლამის ფარგლებს, რადგანაც ვიდეო რგოლი მოგვითხრობს საქართველოს მთავრობის წარსულ მიღწევებსა და გაწეულ მომსახურებაზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა დეტალურად შეისწავლონ თითოეული შემთხვევა და მოახდინონ სათანადო რეაგირება. [youtube]ltN2OrS9J9s[/youtube]...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - პენსიის გაზრდასთან დაკავშირებული რეკლამა

თარიღი: 2012-02-22
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-02-22 ვიდეო რგოლში მთავარი მოქმედი პირი საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც დაპირებას იძლევა, გაზარდოს პენსიები 2012 წლის სექტემბრისთვის. აღნიშნული თარიღი კი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდს ემთხვევა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა დეტალურად შეისწავლონ თითოეული შემთხვევა და მოახდინონ სათანადო რეაგირება. [youtu...

პოლიტიკური პარტიების საჩუქრები ამომრჩევლებს

თარიღი: 2012-01-22
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-01-22 2012 წლის 22 იანვარს თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა ახვლედიანი და დიდგორის რაიონის გამგებელი გოგიტა ნიკოლაძე კოჯრის ბავშვთა სახლს ეწვივნენ და ბავშვებს საახალწლო ნობათი გადასცეს. http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=39&info_id=2467...

პოლიტიკური პარტიების საჩუქრები ამომრჩევლებს

თარიღი: 2012-01-16
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-01-16 2012 წლის 16 იანვარს თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით თბილისის ცირკი ერთი დღით მთლიანად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, ასევე სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრებ პატარებს დაეთმო. საახალწლო წარმოდგენას მოზარდებთან ერთად თბილისის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი და დედაქალაქის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცა...