1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 224
123456789101112

აგრესია „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის მიმართ სამტრედიაში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: სამტრედია , სამტრედია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-15 2012 წლის 17 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელის შეხვედრა სკოლიდან დათხოვნილ პედაგოგებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ქეთევან ივანიშვილი, რომელმაც გამოხატა აგრესია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ. მისი აზრით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ეწინააღმდეგება საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ შექმნას, ამიტომ დამკვირვებელს „ერთიანი ნაციონალური ...

ჟურნალისტ რევაზ ნადირაძისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა გორში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-15 2012 წლის 3 მაისს გორის ადგილობრივი გაზეთის, ფოტოკორესპონდენტი და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, რევაზ ნადირაძე კარალეთის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივი პრობლემის გასაშუქებლად მივიდა, რა დროსაც მას ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა/მამასახლისმა ლევან მაისურაძემ სხვა პირებთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ მისცა საშუალება გადაეღო რეპორტაჟისთვის საჭირო კადრები....

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება თიანეთში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: თიანეთი , თიანეთში
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-06-15 2012 წლის 20 მაისს, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი, გელა მთივლიშვილი თიანეთში პოლიციის შენობის გადაღების დროს ადგილობრივმა პოლიციელებმა დააკავეს. ჟურნალისტის ჯანმრთელობის გაუარესების გამო პოლიციას მოუწია სასწრაფო დახმარების გამოძახება. მისი განცხადებით წართვეს აპარატურა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ადვოკატთან დალაპარაკების საშუალება არ მისცეს....

იხილეთ ყველა (3) კომენტარი

თავდასხმა "ქართული ოცნების" თელავის კოორდინატორ გივი ოთარაშვილზე ვანთაში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: თელავი , ვანთა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-06-15 2012 წლი 30 მაისს დაახლოებით 22 საათზე სოფელ ვანთაში კოალიცია ქართული ოცნების" თელავის კოორდინატორს გივი ოთარაშვილს, მისთვის უცნობი ორი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც დაზარალებული აცხადებს, მას პირადი კონფლიქტი არავისთან ჰქონია და მომხდარს მხოლოდ მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს, რადგან იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის მე-6-ე ზონის კოორდინატორია....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

თავდასხმა „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული ოფისის ხელმძღვანელ მამუკა ქარდავაზე

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ხობი , ხობი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-06-15 2012 წლის 20 მაისს დაახლოებით 00:45 წუთზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული ოფისის ხელმძღვანელი მამუკა ქარდავა სახლში საკუთარი მანქანით ბრუნდებოდა, რა დროსაც ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლეთან ოთხი დაუდგენელი პირი დაესხა თავს. მამუკა ქარდავა განხორციელებულ თავდასხმას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მასში ძალოვანი უწყებების თანამშრომლები მონაწილეობდნენ....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

პოლიციელ ბერდია ბექაურის მიერ განხორციელებული ზეწოლა სოფელ ნემოძირში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ხარაგაული , ნემოძირი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-06-15 13 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის შტაბის ხელმძღვანელი, ნოდარ ებანოიძე და სხვა აქტივისტები სოფელ ნემოძირის მოსახლეობას ხვდებოდნენ. სოფელში ასევე იმყოფებოდა პოლიციის წარმომადგენელი - ბერდია ბექაური, რომელმაც შეხვედრის რამდენიმე მონაწილეს დაურეკა და დაშლისკენ მოუწოდა პოლიციელმა სოფლის ტერიტორია მალევე დატოვა....

ფეხბურთელებზე განხორციელებული ზეწოლა კასპში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-15 2012 წლის 15 მაისს კასპის საფეხბურთო მოედანზე დაგეგმილი იყო რაიონული ტურნირი. ტურნირის დაწყებამდე ფეხბურთელებს ოჯახებში მიაკითხეს უბნის ინსპექტორებმა და არ მისცეს საშუალება დროულად გამოცხადებულიყვნენ შეხვედრაზე, რის გამოც გუნდს თამაში წაგებულად ჩაეთვალა. ამასთან, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ გუნდს არ მისცეს უფლება „ქართული ოცნების“ წარწერიანი მაისურები ჩაეცვა....

მიკროავტობუსის მძღოლ გიორგი ბოჭორიშვილზე განხორციელებული მუქარა ტყიბულში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ტყიბული , ტყიბული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-15 2012 წლის 30 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების“ ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები მიკროავტობუსის მძღოლს, გიორგი ბოჭორიშვილს შეუთანხმდნენ, რომ მას კოალიციისათვის გაეწია ავტოსატრანსპორტო მომსახურება 2012 წლის 7 ივნისს ქუთაისში დაგეგმილი აქციისათვის. რამდენიმე საათში მძღოლს შეხვდა გამგეობის თანამშრომელი და „მეგობრულად ურჩია“, რომ გაეწყვიტა ყოველგვარი კავშირი კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“....

სატელეფონო ზარებით განხორციელებული მუქარა ზუგდიდში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-15 2012 წლის 4 მაისს სატელეფონო ნომრიდან(599 20 97 68)ზარი განხორციელდა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან. კოორდინატორი შეეხმიანა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს და აღმოჩნდა, რომ სატელეფონო ზარები ხორციელდებოდა რესპუბლიკური პარტიის წევრებთანაც. ტელეფონით მათ ეუბნებოდნენ, რომ არ გაერთიანდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში, ჩამოშორდნენ პოლიტიკურ პროცესებს. ასევე, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც....

სამართალდამცავების მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პაატა გაგუაზე განხორციელებული ზეწოლა ჩხოროწყუში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ჩხოროწყუ , ჩხოროწყუ
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-06-15 2012 წლის 26 აპრილს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პაატა გაგუა პატრულმა გააჩერა და ჯარიმა იმ მიზეზით გამოუწერა, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. "ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების" შესახებ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ პაატა გაგუა არ იმყოფებოდა ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ....

ვანო ბურდულაძის მიმართ განხორციელებული მუქარა მანავში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: საგარეჯო , მანავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-15 2012 წლის 22 მაისს მანავის მკვიდრმა, ვანო ბურდულაძემ ტელეკომპანია „მე-9 არხისთვის“ გააკეთა სატალევიზიო განცხადება იმის შესახებ, რომ იგი დაბარებული იყო საგარეჯოს გამგეობაში, სადაც მას დაავალეს დაეწერა განცხადება, რომელშიც დააფიქსირებდა, რომ „გლობალ TV“-ს ანტენის დამონტაჟების დროს ხელოსნებს ეცვათ კოალიცია „ქართული ოცნების“ მაისურები და ამავდროულად ეწეოდნენ აგიტაციას კოალიციის სასარგებლოდ....

ტაქსის მძღოლ ლექსო დემეტრაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარა ყვარელში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ყვარელი , ყვარელი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-15 2012 წლის 26 მაისს ქ.ყვარელის პოლიციაში დაიბარეს ტაქსისი მძღოლი ლექსო დემეტრაშვილი. პოლიციაში მისულ დემეტრაშვილს სავარაუდოდ უშიშროების თანამშრომლები, ლევან ცუკილაშვილი და იაშვილი დახვდნენ, რომლებმაც ურჩიეს, თავი დაენებებინა „ქართული ოცნების“ წევრების მომსახურების გაწევისთვის. მომხდარი ფაქტის შესახებ დემეტრაშვილმა კომენტარი გააკეთა, ასევე „მე-9 არხის“ ჟურნალისტებთან....

ბორის საჯარო სკოლის დირექტორ ჰამლეტ ბერაძეზე განხორციელებული ზეწოლა

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ხარაგაული , ბორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-15 2012 წლის 01 ივნისს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის, ქეთინო პავლაძისათვის ცნობილი გახდა რომ ბორის საჯარო სკოლის დირექტორზე, ჰამლეტ ბერაძეზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა მას ქეთინო პავლაძე, რომელიც ამავდროულად არის წყლარაფორეთისა და ბორის საჯარო სკოლების ქიმიის სერთიფიცირებული პედაგოგი, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. როგორც „სამართლიანი არჩევნებისათვის“ გახდა ცნობილი, დირექტორს დაურეკეს და მისცეს მითითება, რომ პედაგოგი უნდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან, ვინაიდან იგი...

აგრარული ბაზრის დაცვის თანამშრომლის, გიგლა მორგოშიას სამსახურიდან გათავისუფლება ჩხოროწყუში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ჩხოროწყუ , ჩხოროწყუ
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-06-15 2012 წლის 1 მაისს ჩხოროწყუს აგრარული ბაზრის დაცვის თანამშრომელი გიგლა მორგოშია მისმა ხელმძღვანელმა - ოლეგ ჩალიგავამ დაიბარა და განუცხადა, რომ უშიშროების თანამშრომლებისაგან მორგოშიას სამსახურიდან გაშვების დავალება მიიღო. გიგლა მორგოშია ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის მოქალაქეობის აღდგენის მიზნით ხელმოწერებს აგროვებდა და 2012 წლის 8 მარტიდან კოალიციის წევრი და აქტიური მხარდამჭერია....

გაერთიანებული "წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომლის, ლაშა შვანგირაძის სამსახურიდან გათავისუფლება ხონში ("სამართლიანი არჩევნების" ჩარევის შედეგად აღადგინეს სამსახურში)

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ხონი , ხონი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-06-15 2012 წლის 29 მაისს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხონის სერვის-ცენტრის შემოსავლების განყოფილების წყალმომარაგების აგენტმა, ლაშა შვანგირაძემ მიიღო ბრძანება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. საგულისხმოა, რომ ლაშა შვანგირაძე მის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს უკავშირებს, რომელიც წარიმართა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სერვის-ცენტრში....

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლის, ზაზა მამალაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: თელავი , თელავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-06-15 2012 წლის 2 მაისს ზაზა მამალაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურიდან გაათავისუფლეს. „გლობალ TV“-ის კახეთის რეგიონის იმჟამინდელი მენეჯერის ზაზა დევიძის განცხადებით, ზაზა მამალაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მისი მეუღლე თამარ იაკაშვილი დასაქმებულია „გლობალ TV“-ის ოფისში ოპერატორის პოზიციაზე....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლიდან 4 პედაგოგის გათავისუფლება

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: სამტრედია , სამტრედია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-06-15 2012 წლის 7 მარტს სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის 4 პედაგოგი: ვენერა ივანიშვილი, ნანა ივანიშვილი, მარინა ნადირაძე და ლელა ხურცილავა სამსახურიდან გაათავისუფლეს. პედაგოგები მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ვინაიდან ხელი მოაწერეს ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას....

თინათინ გოჩელაშვილის ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ქუთაისი , ქ. ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-06-15 2012 წლის 23 იანვრის ბრძანებით მე-14 საჯარო სკოლის დირექტორმა ნონა ჩუბინიძემ პედაგოგი თინათინ გოჩელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი, გოჩელაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზე ხელმოწერაა....

ნინო ჩუთლაშვილის სიღნაღის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: სიღნაღი , სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-06-15 2012 წლის 8 მაისს სიღნაღის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნინო ჩუთლაშვილმა დირექტორის, ნელი დალაქიშვილის, ზეწოლის შედეგად სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ამის მიზეზად ჩუთლაშვილი მისი მხრიდან კოალიცია "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მხარდაჭერას ასახელებს....

ივანე ჯანგულაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-06-12
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-31 ივანე ჯანგულაშვილი 1970 წლის 19 იანვრიდან მუშაობდა არაგვის ხეობის წყალსადენების სადგურების გაერთიანებაში ამწყობი-მექანიკოსის თანამდებობაზე. მან, 2012 წლის 01 მაისიდან დადო ახალი შრომითი ხელშეკრულება შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან", რომლის საფუძველზეც კომპანიაში მუშაობა დაიწყო ენერგეტიკული უზრუნველყოფის დეპარტამენტის, ენერგო მეურნეობის განყოფილებაში, არაგვის ხეობის ელექტრო ქსელების ექსპლოატაციის ჯგუფის მთავარ ენერგეტიკოსად. 2012 წლის 29 მაისს დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბ...