1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 39
12

„ქართული ოცნების“ წევრ გივი პაატაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება თელავში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: თელავი , თელავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-07-13 2012 წლის 25 ივნისს კოლიცია „ქართული ოცნების“ წევრს, გივი პაატაშვილს, რომელიც ამავდროულად თელავში ტაქსის მძღოლად მუშაობს, მანქანაში ორი უცნობი პიროვნება ჩაუჯდა და უნივერსიტეტის მიმართულებით გადაადგილება სთხოვა. მათ პაატაშვილს მანქანა დაუსახლებელ ადგილას გააჩერებინეს, ჩხუბი დაუწყეს და ეუბნებოდნენ, რამდენჯერ უნდა გაეფრთხილებინათ, რათა მას დაეტოვებინა კოალიცია „ქართული ოცნება. უცნობებმა პაატაშვილს უთხრეს, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ....

"ქართული ოცნების" აქტივისტების პოლიტიკური ნიშნით დაკავება მერეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , მერეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-07-13 2012 წლის 26 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ალასანიასთან ერთად შეხვედრას მართავდნენ სოფელ მერეთში, სადაც შეხვედრაზე კოალიციის მომხრეები და მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ. შეხვედრას ხელჩართული ჩხუბი მოყვა. სხეულის დაზიანებები მიიღო კოალიცია "ქართული ოცნების" შვიდმა წარმომადგენელმა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, 2012 წლის 27 ივნისს, ღამის სამ საათზე გორის რაიონულმა სასამართლომ ოთხ პიროვნებას 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუ...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - კარალეთის დევნილთა დასახლება

თარიღი: 2012-07-12
ოლქი: გორი , კარალეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 ლევან მაისურაძე - დასახლების რწმუნებული. ძმები გოგიტა და გიგა გოჩაშვილები - ერედვის და ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ერთ-ერთი მათგანი 2011 წლის დეკემბრამდე რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატში ზედამხედველობის სამსახურის უფროსად მუშაობდა. გია ჭულუხაძე - დასახლების ზედამხედველი. ასევე ვანო მიდოდაშვილი, ბესო კახნიაშვილი - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. [youtube]bVJToqagwH0[/youtube]...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

დაპირისპირება კარალეთის დევნილთა დასახლებაში ”ქართული ოცნების” ლიდერების ჩასვლის შემდეგ

თარიღი: 2012-07-12
ოლქი: გორი , კარალეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-07-14 კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით , მოგვიანებით 5 პირი დააკავეს. მათგან სამი - ცოტნე შენგელია, ვოვა ჯანეზაშვილი და კახაბერ გოგიაშვილი - კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან, ლევან მაისურაძე - ჩასახლების მამასახლისი და გიგი გოჩაშვილი - ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის მეგობარი. გორის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ასევე, კარალეთის ინციდენტის გამო 2012 წლის 14 ივლისს დააკავეს "ქართული ოცნების&quo...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი ნოქოზი

თარიღი: 2012-07-10
ოლქი: გორი , ნიქოზი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 ილია მინდიაშვილი რწმუნებული (მისი ორი და, ბიძაშვილის ცოლი) „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, მათ შორის კახა კალაძეს და ნინელი ჭანკვეტაძეს სოფელში დახვდნენ მხარდამჭერებით, არ მისცეს შეხვედრის გაგრძელებს საშუალება და მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება. [youtube]sta1p_TGip0[/youtube]...

კოალიცია "ქართული ოცნების" ამომრჩევლებთან შეხვედრის ხელის შეშლა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მიერ სოფელ შინდისში

თარიღი: 2012-07-10
ოლქი: გორი , შინდისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 ირმა პაპუნაშვილი (ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი), მისი შვილი და მეგობრები ყვირიან, თხოვენ სოფლის დატოვებას და ხელს უშლიან შევხდრის გამართვაში. [youtube]FlAV8DahxXA[/youtube]...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი ვარიანი

თარიღი: 2012-07-10
ოლქი: გორი , ვარიანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 იზა კოკაური (საკრებულოს თანამშრომელი, ტერიტორიული ორგანოს მთ სპეციალისტი), თაკო კოკაური (მისი შვილი, პედაგოგი და საარჩევნო კომისიის წევრი) - ყვირიან, თხოვენ სოფლის დატოვებას და ხელს უშლიან შევხდრის გამართვაში. [youtube]tx17XNSgFgc[/youtube]...

„ქართული ოცნების" კარდაკარის რეგისტრატორ იოსებ ელყანაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება

თარიღი: 2012-06-27
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-06-27 იოსებ ელყანაშვილის სახლში შესულმა ხუთმა პოლიციელმა, რომლებიც მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი, ის მდინარის ნაპირზე გაიყვანა და ცემა დაუწო, ამის შესახებ ვინმესთან დალაპარაკების შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრა. იოსებ ელყანაშვილი აქამდეც გაუფრთხილებიათ, რომ „ქართული ოცნების“ წევრი არ გამხდარიყო. მომდევნო დღეს პოლიციამ მის სახლთან პატრულირება დაიწყო. სახლს რომ მიუახლოვდნენ სვლა შეანელეს. ერთ-ერთი მათგანი შეჩერდა და იოსებ ელყანაშვილი დედას დაუწყო ყურება გარკვეული დრ...

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი მერეთი

თარიღი: 2012-06-26
ოლქი: გორი , მერეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 26 ივნისი , შიდა ქართლი: ლევან ბიძინაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი - მონაწილეობდა ჩხუბში და აქტიურობდა. ვასიკო თევდორაშვილი - სოფელ მერეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული - ეპაექრება ირაკლი ალასანიას. კახა ლომიძე - სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის აპარატის საგანგებო სამსახურის უფროსი - ჩხუბობს. ელდარ ელბაქიძე - საგანგებო სამსახურის თანამშრომელი - ჩხუბობს. საგანგებო სამსახურის სხვა თანამშრომლები - ჩხუბობენ. მზია ტურაშვილი - მერეთის ტერიტორიული ორგანოს მ...

ცინარა აბულაძის მიმართ პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება

თარიღი: 2012-06-16
ოლქი: ზუგდიდი , ანაკლია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-07-31 2012 წლის 16 ივნისს ანაკლიაში 75 წლის ცინარა აბულაძე პოლიციელებმა ჯოხით სცემეს, რასაც მეზობლები წერილობით ადასტურებენ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი 75 წლის ცინარა აბულაძესაც ჰქონდა. მისი შვილი, გოგიტა აბულაძე, რომელიც ანაკლიაში ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა, 2012 წლის 18 იანვარს საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. როგორც გოგიტას ოჯახის წევრები განმარტავენ, სამართალდამცავი ორგანოები...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება თიანეთში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: თიანეთი , თიანეთში
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-06-15 2012 წლის 20 მაისს, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი, გელა მთივლიშვილი თიანეთში პოლიციის შენობის გადაღების დროს ადგილობრივმა პოლიციელებმა დააკავეს. ჟურნალისტის ჯანმრთელობის გაუარესების გამო პოლიციას მოუწია სასწრაფო დახმარების გამოძახება. მისი განცხადებით წართვეს აპარატურა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ადვოკატთან დალაპარაკების საშუალება არ მისცეს....

იხილეთ ყველა (3) კომენტარი

თავდასხმა "ქართული ოცნების" თელავის კოორდინატორ გივი ოთარაშვილზე ვანთაში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: თელავი , ვანთა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-06-15 2012 წლი 30 მაისს დაახლოებით 22 საათზე სოფელ ვანთაში კოალიცია ქართული ოცნების" თელავის კოორდინატორს გივი ოთარაშვილს, მისთვის უცნობი ორი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც დაზარალებული აცხადებს, მას პირადი კონფლიქტი არავისთან ჰქონია და მომხდარს მხოლოდ მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს, რადგან იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის მე-6-ე ზონის კოორდინატორია....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

თავდასხმა „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული ოფისის ხელმძღვანელ მამუკა ქარდავაზე

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ხობი , ხობი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-06-15 2012 წლის 20 მაისს დაახლოებით 00:45 წუთზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული ოფისის ხელმძღვანელი მამუკა ქარდავა სახლში საკუთარი მანქანით ბრუნდებოდა, რა დროსაც ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლეთან ოთხი დაუდგენელი პირი დაესხა თავს. მამუკა ქარდავა განხორციელებულ თავდასხმას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მასში ძალოვანი უწყებების თანამშრომლები მონაწილეობდნენ....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები ქუთაისში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-05-21 2012 წლის 2 მაისს საქართველოს პრეზიდენტის დაცვისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის ფაქტი ჟურნალისტებზე. კერძოდ,რეგიონული პრესის წარმომადგენლებს არ მიეცათ პრეზიდენტის ვიზიტის გაშუქებისა და შეხვედრის ადგილზე შესვლის საშუალება. შეურაცხოფა მიაყენეს გაზეთი „პოსტსკრიპტუმის“ და “ახალი გაზეთის” ჟურნალისტებს....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება ქუთაისში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-05-21 2012 წლის 3 მაისს ქუთაისში გაიმართა შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დახურული შეხვედრა.გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“-ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე შეხევდრაზე ჩუმად შევიდა. დაცვამ დაიჭირა და მისი წიხლებით ცემა დაიწყო, თავშიც სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე, წაართვეს აპარატურა, რომელიც მოგვიანებით უცნობმა პირებმა უკან დაუბრუნეს....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი

თარიღი: 2012-03-10
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-03-10 „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტები, თამარ ხიდაშელი და თამარ ყაჯილაშვილივიდეო კამერების გამოყენებით ცდილობდნენ რეპორტაჟის გაკეთებას პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან დათხოვილი მასწავლებლის თაობაზე. ჟურნალისტები სკოლაში შევიდნენ და დაიწყეს მოსწავლეებისგან და პედაგოგებისგან ვიდეო ინტერვიუების აღება, ეკითხებოდნენ მათ, მართლაც უბრძანეს თუ არა გაშვებული პედაგოგის ხელახლა დაქირავების თაობაზე თხოვნის გატანა. სკოლის მანდატური შეეცადა ძალის გამოყენებით ჟურნალისტები შენობი...

ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი

თარიღი: 2012-03-10
ოლქი: გორი , ზემო ნიქოზი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-03-10 2012 წლის მარტში, „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტი თამარ ხიდაშელი ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში გადაღებას აწარმოებდა, როდესაც კიბესთან სკოლის დირექტორს მიუახლოვდა. ფირზე ჩანს, თუ როგორ ცდილობდა ჟურნალისტი გადაეცა დირექტორისთვის განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე პედაგოგიური საბჭოს სხდომების ოქმებთან, სავარაუდოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო სკოლიდან გაშვებული მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელ ცნობასთან და პედაგოგის განათლების სამინისტროს მიერ შეფასებასთ...

არასრულწლოვან დავით კიკნაძის ცემის ფაქტი საჩხერეში საახალწლო კონცერტის მსვლელობისას

თარიღი: 2012-01-13
ოლქი: საჩხერე , საჩხერე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-07-13 2012 წლის 13 იანვარს ღამით, საჩხერეში საახალწლო კონცერტის მსვლელობისას მომხდარი ინციდენტის დროს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს არასრულწლოვან მოქალაქეს დავით კიკნაძეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართა. წყარო: [url]http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1459[/url]...

საახალწლო კონცერტი საჩხერეში და დაშავებული ადამიანები

თარიღი: 2012-01-13
ოლქი: საჩხერე , საჩხერე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-07-13 2012 წლის 13 იანვარს, საჩხერის ცენტრში გამართულ საახალწლო კონცერტზე, ”გაუმარჯოს ბიძინას” შეძახილის გამო, პოლიციამ ათამდე ადამიანი ცემა. წყარო: გაზეთი ”პოსტსკრიპტუმი”, #3 (608) 23-29 იანვარი, 2012...