1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. სარჩელები პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებული პირების
    სარჩელები
  28. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  29. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 46
123

ნაციონალური მოძრაობის მიერ ამომრჩევლებისთვის თანხის დარიგება ბოშურის ხეობაში

თარიღი: 2012-09-21
ოლქი: თბილისი , გორი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-09-21 გორის რაიონში ბოშურის ხეობაში ნაციონალურმა მოძრაობამ დაურიგა ამომრჩევლებს 150–150 ლარი და ჩამოართვა პირადობის მოწმობები. ხეობაში 400–მდე ამომრჩეველი ცხოვრობს, ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელი. ბოშური მიუდგომელია, არ არის ტელევიზიაც ხელმისაწვდომი და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომრის "5" პლაკატებია გაკრული....

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვა ჩარგალში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: დუშეთი , ჩარგალი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-08-27 2012 წლი 27 აგვისტოს „მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუშეთის საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ ოტიაშვილმა ჩარგალში, 25 აგვისტოს, „ვაჟაობაზე“ ერთ-ერთ ამომრჩეველს 500 ლარი გადასცა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „სამართლიანმა არჩევნებმა“ განცხადება 2012 წლის 29 ავისტოს გაავრცელა, რითაც ორგანიზაცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს შეისწავლონ ზურაბ ოტიაშვილის ქმედებაში სისხლის სამართლ...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა კედელაშვილის მიერ მოქალაქის მოსყიდვის ფაქტი დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, უკანონო დაპირება ან შეთანხმება

2012-09-03 2012 წლის 9 აგვისტოს დედოფლისწყაროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა კედელაშვილი მოქალაქე მარინა ბენაშვილს სტუმრობდა. „სამართლიანი არჩევნების“გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას მარინა ბენაშვილმა განაცხადა, რომ კედელაშვილი მას ბინის გაფორმების ხარჯების დაფარვასა და შემდგომ დასაქმებაში დახმარებას დაჰპირდა....

მოსახლეობისთვის ტანსაცმლის დარიგება „ერთიანი ნაციონალური მორაობის“ სახელით სოფელ ჭალადიდში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: სენაკი , ჭალადიდი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-08-06 2012 წლის 6 აგვისტოს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის მოსახლეობას თბილი ტანსაცმელი და მაისურები დაურიგდა. სოფლის მოსახლეობის განმარტებით, ტანსაცმლის დარიგება „ერთიანი ნაციონალური მორაობის“ სახელით ხორციელდებოდა და გუბერნატორ გურამ მისაბიშვილის სოფელში ვიზიტს ახლდა თან....

ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი

თარიღი: 2012-08-25
ოლქი: დუშეთი , დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-09-04 25 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა". აღნიშნული ღონისძიების მიმდინარეობისას, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზურაბ ოტიაშვილი ადგილობრივ მაცხოვრებელს, გიორგი ბასილაშვილს 500 ლარით დაეხმარა. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რამდენიმე მტკიცებულება მოიპოვება. [url]http://www.gyla.ge/index.php?option=com_content&a...

აგიტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ

თარიღი: 2012-08-15
ოლქი: ხელვაჩაური , კაპანები
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-15 15 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კაპანებში, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული „სოფლის პროგრამის" ფარგლებში სოფლის გზის რეაბილიტაციაზე მომუშავე მუშები თავიათ საქმიანობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაისურებში ჩაცმულები ახორციელებდნენ. ამ ფაქტს ადგილობრივი მოქალაქეებიც ადასტურებენ და მადლიერებას გამოხატავენ პარტიის მიმართ. [youtube]lD2-mYstCBM[/youtube]...

აგიტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ

თარიღი: 2012-08-14
ოლქი: გურჯაანი , ძირკოკი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-14 გურჯაანის სოფელ ძირკოკში, სადაც 13 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ჭიდაობის ტურნირი,ხალხს ღონისძიებაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაისურებში ჩაცმული ადამიანები იწვევდნენ....

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სადღესასწაულო სუფრა

თარიღი: 2012-08-14
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-08-14 12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებულ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ პარტიულ ღონისძიებაზე, სადაც პარტიის ხარჯით მოხდა მასიური სადღესასწაულო ლხინის გამართვა, ესწრებოდა, როგორც პარტიის აქტივისტები ასევე რიგითი მოქალაქეები. ამასთან, ღონისძიებაზე მოხვედრა მოქალაქეთათვის შეზღუდული იყო და დასწრება სპეციალურის სიებით ხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება ტარდებოდა საჯარო ადგილას, ხოლო შემსვლელთა კონტროლი ხდებოდა პოლიციის დახმარებით. [youtube]85oNXmJXmHM[/y...

აგიტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ

თარიღი: 2012-08-07
ოლქი: ოზურგეთი , ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-08-07 ოზურგეთში მიმდინარე წლის 7 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში სამუშაო საათების დროს შეიკრიბა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს თანამდებობის პირები, მათ შორის: შუქრი გაბრიჩიძე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გია შახოვი - გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, ოთარ რევიშვილი -სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გურიაში, კახა მეგრელიშვილი - ქალაქ ოზურგეთის რწმუნებული, მ...

წინასაარჩევნო სუფრა კახელ ამომრჩეველს

თარიღი: 2012-08-01
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-08-01 31 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ გურჯაანში ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე ამომრჩეველს სუფრით გაუმასპინძლდა. პარტიის ლიდერები უარყოფენ ღონისძიების დაფინანსებას და აცხადებენ, რომ სუფრა (ღვინო, ხორცი, კიტრი, პომიდორი, პური) ამომრჩევლების თანხით გაიშალა და პარტიამ მხოლოდ ორგანიზება გაუწია, თუმცა იქ მყოფი ბევრი ადამიანი ამბობს, რომ თავად არაფერი გადაუხდია და პარტიამ დაპატიჟა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ აღნიშნული ღონისძიება დამსწრეთა მხრიდან აღიქმება, როგორც „...

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვა ლენტეხში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ლენტეხი , ლენტეხი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-07-13 2012 წლის 22 მაისს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლენტეხის „ახალგაზრდა ქრისტიან–დემოკრატების“ ორგანიზებით ჩატარდა მკლავჭიდის სამოყვარულო ჩემპიონატი, რომელშიც ორმოცამდე მოყვარული მკლავჭიდელი მონაწილეობდა. საგულისხმო ფაქტია, რომ ტურნირის პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს ორგანიზატორებმა საჩუქად მობილური ტელეფონები გადასცეს....

ფონდ "ქომაგის" მიერ პედაგოგ თამარ ამონაშვილისთვის თანხის გადაცემა გურჯაანში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, სხვა პირის მეშვეობით ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-07-13 2012 წლის 29 ივნისს გურჯაანის პოლიციაში მოწმის სტატუსით დაიკითხა სოფელ კალაურის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი თამარ ამონაშვილი, რომელსაც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქომაგიდან“ 117 აშშ დოლარი ჩაერიცხა. პედაგოგი 2012 წლის აპრილის ბოლოს იგი მისი მეუღლის პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. 29 ივნისს მასთან მივიდა უბნის რწმუნებული, რომელმაც გადასცა უწყება, რომლის თანახმად დაბარებული იყო გურჯაანის პოლიციის სამმართველოში, სადაც მის დაკითხვას აწარმოებდა გამ...

ზაზა ჭელიძის დაკავება პოლიციის მოსყიდვის ფაქტზე კასპში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, სხვა პირის მეშვეობით ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-07-13 2012 წლს 17 ივნისს პოლიციელის მოსყიდვის ფაქტზე ზაზა ჭელიძე დაკავეს. მას ბრალად ედება კასპის რაიონის იგოეთის განყოფილების ოპერატიული თანამშრომლის,ლაშა კურტანიძის მოსყიდვა. შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, ზაზა ჭელიძემ ლაშა კურტანიძეს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ფარული ჩანაწერების მიწოდება შესთავაზა....

საკრებულოს წევრ თენგიზ სარიშვილის მიერ მოქალაქისთვის სატელიტური ანტენის გადაცემა ფოთში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-07-13 2012 წლის 20-25 ივნისის პერიოდში საკრებულოს წევრი „ერთანი ნაციონალური მოძრაობიდან “თენგიზ სარიშვილი და რამდენიმე პირი შეხვდნენ ბარათაშვილის ქუჩა, ბინა #99 მცხოვრებლებს. შეხვედრაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ - ლუდა უდალოვა–ხიზანიშვილმა თენგიზ სარიშვილს სატელიტური ანტენის დამონტაჟება სხოვა, რაზეც თენგიზ სარიშვილმა თანხმობა განაცხადა და მას სატელიტური ანტენა მართლაც დაუმონტაჟა....

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების დაკავება ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით ქუთაისში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-07-13 2012 წლის 5 ივნისს კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გიორგი ამბროლაძე, მიშა მესხი და მიხეილ ამაშუკელი ფლაერებს არიგებდნენ, რომლებზეც, მათი თქმით, მოსახლეობას შეეძლო დაეწერათ სურვილები და ოცნებები ათასი ლარის ფარგლებში და მიეღოთ სასურველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. აღნიშნული პირები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე 6 ივნისს იქნენ დაკავებულ და მიესაჯათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

პე-ეს-პეს საქველმოქმედო საქმიანობა დმანისის რაიონში

თარიღი: 2012-06-25
ოლქი: დმანისი , დმანისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, სხვა პირის მეშვეობით ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-07-17 პე-ეს-პე ჯგუფის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე, განყოფილებაში „ქველმოქმედება“ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაცია მრავალფეროვან საქველმოქმედო საქმიანობას აწარმოებს სწორედ დმანისის რაიონში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც აღნიშნულ ჯგუფთან სამართლებრივი კავშირის მქონე პირი - კახაბერ ოქრიაშვილია. ეს უკანასკნელი მოქმედი პარლმენტის წევრია, გაწევრიანებულია ფრაქციაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პოლიტიკურ გაერთიანებას - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თავის მხრივ, გაცხადებუ...

რუსთავის მერიის მიერ კარტოფილის დარიგების ფაქტი

თარიღი: 2012-06-19
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-07-18 რუსთავის მერიამ ქალაქის გარეუბნისა და სოფელ სამგორის სოციალურად დაუცველ 420 ოჯახს ერთჯერადად თითო ტომარა კარტოფილი უსასყიდლოდ დაურიგა. მსგავსი ტიპის დახმარება სოციალურად დაუცველებს აქამდე არ მიუღიათ. [url]http://transparency.ge/post/general-announcement/gantskhadeba-rustavis-me[/url]...

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების შეხვედრა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან

თარიღი: 2012-06-16
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-06-16 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გიგი უგულავამ და ნიკა გილაურმა რესტორან ტრიუმფში სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გამართეს და მათ ალაფურშეტით გაუმასპინძლდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმართ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დანერგილი პრაქტიკის გათვალისწინებით დროულად განასაჯაროოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხარჯთაღრიცხვა უკანასკნელი თვეების მანძილზე. [youtube]pTHtJIq9b8k[/youtube]...

ლევან ფხაკაძის საქმე - ამომრჩევლებისათვის დიაგნოსტიკისა და ოპერაციის დაფინანსების შეთავაზება, სათვალეების გადაცემის დაპირება

თარიღი: 2012-06-14
ოლქი: სამტრედია , სამტრედია
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, სხვა პირის მეშვეობით ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-07-17 2012 წლის 14 ივნისს სამტრედიაში განხორციელდა საქველმოქმედო აქცია. აღნიშნულ აქციაზე, ქალბატონი ამომრჩევლებს სთავაზობს, ბატონი ლევანის (ლევან ფხაკაძე, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ერთ-ერთი მენეჯერი, მედიის ინფორმაციით სამტრედიის მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატი) დაფინანსებით, უფასოდ ჩაიტარონ დიაგნოსტიკა, რომლის შემდეგაც გადაეცემათ სათვალეები და გაუკეთდებათ კატარაქტის ოპერაცია. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ პრეს-სამსახურის უფროსმა რუსუდან კბილაშვილმა დაადასტურა აქციის შესახებ ინფორმაცია და აღნ...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

პრეზიდენტის მიერ საჯარო სკოლებისა და ბაღების დირექტორებისათვის ღვინოების გადაცემა

თარიღი: 2012-06-12
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-07-17 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ საჩუქრები. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დაადასტურა აღინიშნული ფაქტი და დააკონკრეტა, რომ „დირექტორებს საჩუქრად გადაეცათ ყვარლის რაიონში, პრეზიდენტის მარანში, მისი ოჯახის პირადი დანახარჯით ჩამოსხმული სასუვე...