1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 79
1234

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი ვარიანი

თარიღი: 2012-07-10
ოლქი: გორი , ვარიანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 იზა კოკაური (საკრებულოს თანამშრომელი, ტერიტორიული ორგანოს მთ სპეციალისტი), თაკო კოკაური (მისი შვილი, პედაგოგი და საარჩევნო კომისიის წევრი) - ყვირიან, თხოვენ სოფლის დატოვებას და ხელს უშლიან შევხდრის გამართვაში. [youtube]tx17XNSgFgc[/youtube]...

პარტიული დავალებები საჯარო მოსამსახურეებს

თარიღი: 2012-07-05
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 სხვადასხვა სამინისტროს და საჯარო დაწესებულების (ფინანსთა სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. რუსთავის შემოსავლების სამსახური) რამდენიმე თანამშრომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელმძღვანელი პირები მათ ავალდებულებენ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა სიების შედგენას. შესაბამის სამსახურში ჩატარდა თათბირი სადაც იგი დაიბარა უშუალო უფროსმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი მხარდამჭერის სიის შედგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა....

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი მერეთი

თარიღი: 2012-06-26
ოლქი: გორი , მერეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 26 ივნისი , შიდა ქართლი: ლევან ბიძინაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი - მონაწილეობდა ჩხუბში და აქტიურობდა. ვასიკო თევდორაშვილი - სოფელ მერეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული - ეპაექრება ირაკლი ალასანიას. კახა ლომიძე - სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის აპარატის საგანგებო სამსახურის უფროსი - ჩხუბობს. ელდარ ელბაქიძე - საგანგებო სამსახურის თანამშრომელი - ჩხუბობს. საგანგებო სამსახურის სხვა თანამშრომლები - ჩხუბობენ. მზია ტურაშვილი - მერეთის ტერიტორიული ორგანოს მ...

მევლუდ შუშანაშვილზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა თიანეთში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: თიანეთი , თიანეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-06-15 თიანეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მევლუდ შუშანაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკური საბაბით უკანონოდ მოეხსნა სოციალური დახმარება, ვინაიდან 2012 წლის 15 მაისს იმყოფებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ შეხვედრაზე. სოციალური აგენტის განცხადებით, მევლუდ შუშანაშვილს სოციალური დახმარება მოხსნილი არ აქვს. მას დახმარება დროებით შეუჩერდა, სანამ ხელხალა არ დაითვლება ქულები....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვება ახმეტაში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-06-15 2012 წლის 13 მაისს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი „კარდაკარის“ რეგისტრატორების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების დროს შეესწრო შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთმა რესპონდენტმა ციური ლოლაძემ მათ განუცხადა, რომ ამომრჩევლების პირადობის მოწმობის მონაცემებს აგროვებდა.ლოლაძემ განაცხადა, რომ აღნიშული დავალება მას საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ვალერი დედაბრიშვილმა მისცა....

ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვება ოზურგეთში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ოზურგეთი , ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-06-15 საარჩევნო სიების გადამოწმების „კარდაკარის“ მონიტორინგის დროს ქალაქ ოზურგეთის რამოდენიმე უბნის მოსახლეობამ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, რომ მათთან იმყოფებოდნენ გამგეობის თანამშრომლები და ეკითხებოდნენ, აპირებენ თუ არა არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას. ამავდროულად, ისინი აგროვებდნენ ამომრჩევლების პირად მონაცემებს....

თბილისის მერიის მიერ თბილისის საჯარო სკოლებისთვის თანხის ჩარიცხვა

თარიღი: 2012-06-12
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-07-16 თბილისის მერიამ „თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიზნით“ დედაქალაქის ყველა საჯარო სკოლას მაის-ივნისის თვეში 5000-დან 10 000 ათას ლარამდე ჩაურიცხა. სკოლის პედაგოგები ადასტურებენ, რომ თბილისის მერიიდან ჩაირიცხა თანხა, საიდანაც თითოეულ მასწავლებელს პრემიის სახით 50 ლარი დაერიცხა. ასევე, მასწავლებლების გარდა პრემია სკოლის სხვა თანამშრომლებმაც მიიღეს. საიამ განცხადებებით მიმართა კონტროლის პალატას, ქ.თბილისის საკრებულოსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას...

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პარტიული საქმიანობისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ილია ვაშაყმაძის მიერ

თარიღი: 2012-05-24
ოლქი: ოზურგეთი , ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-16 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ვაშაყმაძემ თათბირებზე თანამშრომლებს მმართველი პარტიის მხარდამჭერთა სიების შედგენა მოსთხოვა. თითოეულ მათგანს დაახლოებით 10 ადამიანის ხელმოწერა უნდა შეეგროვებინა. ილია ვაშყმაძემ, თანამშრომლები გააფრთხილა, რომ შეხვედრა იყო კონფიდენციალური და შეხვედრიდან გასვლის შემდეგ მათ უნდა განეცხადებინათ, რომ ისინი ესწრებოდნენ ქალაქში მიმდინარე პროექტებტან დაკავშირებულ შეხვედრებს. საიამ განცხადებებით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

სკოლის პედაგოგების მიერ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვება სიღნაღში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: სიღნაღი , სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-05-21 2012 წლის 20 აპრილიდან სიღნაღის საჯარო სკოლის პედაგოგები ახდენდნენ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვებას. აღსანიშნავია, რომ მათი საქმიანობა არ იყო დაკავშირებული ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის პროგრამა „კარდაკარის“ პროცესთან....

პრეზიდენტს საჯარო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და საჯარო მოსამსახურეები დაახვედრეს

თარიღი: 2012-05-01
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-05-01 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში ტყე-პარკის რეკონსტრუქციის გეგმა წარმოადგინა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრეზიდენტს ძირითადად საჯარო მოსამსახურეები, მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები....

სკოლის პედაგოგების და ტერიტორიული რწმუნებულების მიერ სპეციალური სიების შედგება

თარიღი: 2012-04-03
ოლქი: თელავი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-04-03 სკოლის დირექტორებს და საბავშვო ბაღების გამგეებს დავალებული აქვთ სპეციალურ სიაში სათითაოდ გაშიფრონ მათი თანამშრომლების ოჯახის წევრები და ახლობლები რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები არიან. აღნიშნული დავალება მათ საგანმანათლებლო რესურს ცენტრების და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების უფროსებისგან მიიღეს. სპეციალურ სიებს ადგენენ მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებიც. მათ დავალებული აქვთ, სიაში ის სოციალურად დაუცველი ოჯახები აღრიცხონ, რომელთა ...

პრეზიდენტს საჯარო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და საჯარო მოსამსახურეები დაახვედრეს

თარიღი: 2012-03-12
ოლქი: თელავი , თელავი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-03-12 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თელავში შეხვედრაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრეზიდენტს ძირითადად საჯარო მოსამსახურეები, მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები დაახვედრა. [youtube]11aYWhVZs2s[/youtube]...

პრეზიდენტს საჯარო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და საჯარო მოსამსახურეები დაახვედრეს

თარიღი: 2012-03-05
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-03-05 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახმეტაში ახლადგახსნილი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრეზიდენტს ძირითადად საჯარო მოსამსახურეები, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღების თანამშრომლები დაახვედრა. [youtube]4bO_PAMddMs[/youtube]...

პრეზიდენტს საჯარო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და საჯარო მოსამსახურეები დაახვედრეს

თარიღი: 2012-02-27
ოლქი: ყვარელი , ყვარელი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-02-27 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალი საავადმყოფო დაათვალიერა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრეზიდენტსძირითადად საჯარო მოსამსახურეები, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღების თანამშრომლები დაახვედრა. [youtube]_AlG6M0Ud8Y[/youtube]...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „მე მიყვარს თბილისი“

თარიღი: 2012-02-22
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-02-22 ვიდეო რგოლი „მე მიყვარს თბილისი“ პირდაპირ არ ხდება საქართველოს მთავრობის ან სხვა საჯარო ინსტიტუტების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება, თუმცა რგოლებში გამოყენებული კადრები და სიმღერის ზოგიერთი ფრაზა აშკარად მიუთითებს იმ მიღწევებზე, რომლებიც მაყურებლისთვის მოქმედ ხელისუფლებასთან ასოცირდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რ...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „ჩვენ ვაშენებთ სახლს“

თარიღი: 2012-02-22
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-02-22 ვიდეო რგოლი „ჩვენ ვაშენებთ სახლს“ პირდაპირ არ ხდება საქართველოს მთავრობის ან სხვა საჯარო ინსტიტუტების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება, თუმცა რგოლებში გამოყენებული კადრები და სიმღერის ზოგიერთი ფრაზა აშკარად მიუთითებს იმ მიღწევებზე, რომლებიც მაყურებლისთვის მოქმედ ხელისუფლებასთან ასოცირდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „ვარდების რევოლუცია - 8 წელი“

თარიღი: 2012-02-22
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-02-22 ვიდეო რგოლში, სადაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის სიტყვებზე დაყრდნობით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ მიღწევებსა და რეფორმებზეა საუბარი. კადრებში ჩანს საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა დეტალურად შეისწავლონ თი...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - განათლების რეფორმასთან დაკავშირებული რეკლამა

თარიღი: 2012-02-22
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-02-22 განათლების რეფორმასთან დაკავშირებული რეკლამა სცდება სოციალური რეკლამის ფარგლებს, რადგანაც ვიდეო რგოლი მოგვითხრობს საქართველოს მთავრობის წარსულ მიღწევებსა და გაწეულ მომსახურებაზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა დეტალურად შეისწავლონ თითოეული შემთხვევა და მოახდინონ სათანადო რეაგირება. [youtube]ltN2OrS9J9s[/youtube]...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - პენსიის გაზრდასთან დაკავშირებული რეკლამა

თარიღი: 2012-02-22
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-02-22 ვიდეო რგოლში მთავარი მოქმედი პირი საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც დაპირებას იძლევა, გაზარდოს პენსიები 2012 წლის სექტემბრისთვის. აღნიშნული თარიღი კი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდს ემთხვევა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა დეტალურად შეისწავლონ თითოეული შემთხვევა და მოახდინონ სათანადო რეაგირება. [youtu...