1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 70
1234

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #60
ოლქი: ლანჩხუთი , სოფელი ლესა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2016-10-30 ლანჩხუთის #60 მაჟორიტარული ოლქის #10 უბანზე 13.00 საათზე საარჩევნო უბანზე გამოკრული სადემონსტაციო ოქმი არის შევსებული ფანქრით და ამასთან ერთად ამომრჩეველთა რაოდენობის მონაცემი არის გადასწორებული....

არაუფლებამოსილი პირები უბანზე

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #72
ოლქი: ხელვაჩაური , სოფელი განთიადი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა

2016-10-30 ხელვაჩაურის #72 მაჟორიტარული ოლქის #10 უბანზე 12:25-ზე უბანზე იმყოფებოდა პარტია ქართული ოცნების ორი წარმომადგენელი ერთდროულად. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მითითების შედეგად საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ მათგანს უბანი დაატოვებინა....

კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #70
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

2016-10-30 ბათუმის #70 მაჟორიტარული ოლქის #76 უბანზე 11.10 საათზე უბანზე მოსულმა მოსულმა ამომრჩეველმა შევსებული საარჩევნო ბიულეტინი ძირითადი ყუთის ნაცვლად მოათავსა გადასატან საარჩევნო ყუთში. აღშნიშნული ფაქტის შემდეგ გადასატანი ყუთი დაილუქა. შესაბმისად, გადასატანი ყუთის სიაში მყოფ 7 ამომრჩევლეს არ მიეცა არჩევნებში მონაწილოების საშულება რადგან გადასატანი ყუთი საარჩევნო უბნიდან არ გავიდა. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი....

მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემა

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #65
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები

2016-10-30 ზუგდიდის #65 მაჟორიტარული ოლქის #9 უბანზე ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა ამომჩეველს ნება დართო უბანზე შესულიყო და ხმა მიეცა, მიუხედავად იმისა, რომ მას მარკირება უკვე ჰქონდა. საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნო კმისიას....

არაუფლებამოსილი პირები უბანზე

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #44
ოლქი: ახალციხე , ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა

2016-10-30 ახალციხის #44 მაჟორიტარული ოლქის #28 უბანზე 11:45 საათზე უბანზე ხმის მისაცემად მოსულ ერთ-ერთ კანდიდატს თან ახლდა პირი, რომელსაც არ გააჩნდა უბანზე ყოფნის უფლების დამადასტურებული რაიმე დოკუმენტი, აღნიშნულმა პირმა ფოტოების გადაღების შემდგომ დატოვა უბანი. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი....

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #51
ოლქი: ბაღდათი , სოფელი ვარციხე
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

2016-10-30 ბაღდათის #51 მაჟორიტარული ოლქის #9 უბანზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა და ბიულეტენში საარჩევნო სუბიექტის ნომერი შემოხაზა რეგისტრატორის მაგიდასთან და ჩააგდო საარჩევნო ყუთში. საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნ კომისიას....

დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა

თარიღი: 2016-10-30
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე

2016-10-30 ქუთაისის #49 მაჟ. ოლქის #127 უბანზე დამკვირვებელი დროულად არ შეუშვეს სპეც, უბანზე, დაცვის მიერ ინფორმაციის გადამოწმებამდე. უბანზე შესვლის საშუალება დამკვირვებელს მიეცა ნახევარი საათის დაგვიანებით....

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #68
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2016-10-30 ბათუმის #70 მაჟორიტარული ოლქის #17 უბანზე 11:12 საათზე სადემონსტრაციო ოქმი არ არის შევსებული კანონით დადგენილი წესით. კომისიის მდივანმა სადემონსტრაციო ოქმში და ასევე ჩანაწერთა წიგნში არ შეიტანა ამომრჩეველთა რაოდენობა სპეციალური სიის მიხედვით. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი....

დამკვირვებლის მიერ ამომრჩეველთა მონაცემების ჩანიშვნა

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #37
ოლქი: მცხეთა , მცხეთა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2016-10-30 მცხეთის #37 მაჟორიტარული ოლქის #6 უბანზე 10 საათსა და 35 წუთზე უბანზე ნაკადის მარეგულირებელი ხმამაღლა აცხადებდა ამომრჩეველთა სახელებსა და გვარებს, რასაც იწერდა თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის წარმომადგენელი. აღნიშნულის თაობაზე დამკვირვებელმა აცნობა თავმჯდომარეს და მან მოახდინა შესაბამისი რეაგირება. მან შეცვალა ნაკადის მარეგულირებელი და შენიშვნა მისცა თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის წარმომადგენელს....

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #66
ოლქი: ზუგდიდი , სოფელი ორულუ
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

2016-10-30 ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქის #61 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს კაბინაში შეყვა პ/გ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი....

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #36
ოლქი: მარნეული , მარნეული
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

2016-10-30 მარნეულის #36 მაჟ. ოლქის #50 საარჩევნო უბანზე კავშირი ,,21-ე საუკუნის" დამკვირვებელი იდგა საარჩევნო კაბინასთან და აკვირდებოდა, თუ ვის აძლევდა ხმას ამომრჩეველი და შემდეგ ამ იმფორმაციას გადასცემდა ტელფონით. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის მითითებით შემდეგ თავჯდომარემ აღმოფხვრა აღნიშნული დარღვევა....

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #44
ოლქი: ახალციხე , სოფელი წყალთბილა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ყალბი/არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა

2016-10-30 ახალციხის #44 მაჟორიტარული ოლქის #24 უბანზე 10 საათსა 40 წუთზე უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე გამოცხადდა პირადობის მოწმობის ასლით, რომელმაც დაუბრკოლრბლად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. საჩივარი წარედგინა საოლქო კომისიას....

კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #36
ოლქი: მარნეული , მარნეული
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

2016-10-30 მარნეულის #36 მაჟ. ოლქის #2 რეგისტრატორი არ ასრულებდა საკუთარ ფუნქციას 10:40 საათამდე. ,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიერ სიტყვიერი შენიშვნის მიცემის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა....

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #69
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

2016-10-30 ბათუმის #69 მაჟ. ოლქის #9 უბანზე სადემონსტრაციო ოქმი არ არის შევსებული კანონით დადგენუილი წესით. საარჩევნო კომისიის მდივანმა სადემონსტრაციო ოქმში და ჩანაწერთა წიგნში არ შეიტანა ამომჩევლის რაოდენობა სპეციალური სიის მიხედვით. დამკვირვებლის მიერ კანონის ნორმის მითითების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ არ მოახდინა რეაგირება და არ აღმოფხვრა დარღვევა. საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნო კომისიას....

სიასთან დაკავშირებული ხარვეზები

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #39
ოლქი: კასპი , სოფელი კოდისწყარო
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2016-10-30 კასპის #39 მაჟორიტარული ოლქის #19 უბანზე ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში არ იყო მითითებული გადასატანი ყუთის სიის ამომრჩეველი. დამკვირვებლის მითეთბის შედეგად, დარღვევა აღმოიფხვრა დაკონკრეტულ პირებზე გაკეთდა მითითება, რომ ისინი იმყოფებოდნენ გადასატანი ყუთის სიაში....

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #36
ოლქი: მარნეული , სოფ. გულიბახი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

2016-10-30 მარნეულის #36 მაჟ. ოლქის #63 უბანზე რეგისტრატორმა გადასატანი საარჩენო ყუთის სიაზე წინასწარ გააკეთა ხელმოწერები. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნო კომისიას....

დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #36
ოლქი: მარნეული , სოფელი დამია-გეურარხი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2016-10-30 მარნეულის #6 მაჟორიტარული ოლქის #18 უბანზე საინფორმაციო სააგენტო ,,ალ მედიის" წარმომადგენელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე მას არ აძლევდნენ საარჩევნო უბანზე ფოტო გადაღების უფლებას. საჩივარი წარედგინა საოლქო სარჩევნო კომისიას....

კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #61
ოლქი: ფოთი , დაბა ურეკი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

2016-10-30 ფოთის #61 მაჟ. ოლქის #14 უბანზე ნაკადის მარეგულირებლი არ ამოწმებდა ამომრჩეველთა პირადობების მოწმობებს. ,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მითითების შემდეგ, დარღვევა აღმოიფხვრა....

საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #24
ოლქი: გურჯაანი , სოფელი ჭანდარი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე, საკონტროლო ფურცლების არასათანადოდ შევსება

2016-10-30 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის #24 მაჟორიტარული ოლქის #22 საარჩევნო უბანზე, 08:05 წუთზე, კომისიის თავჯდომარისა და მდივნის მიერ არ დაფიქსირდა საკონტროლო ფურცლის შევსების დრო....

საკონტროლო ფურცლების არასათანადოდ შევსება

თარიღი: 2016-10-30
მაჟორიტარული ოლქი: #69
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე, საკონტროლო ფურცლების არასათანადოდ შევსება, კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილებათა არასათანადოდ განხორციელება

2016-10-30 ბათუმის #69 მაჟ. ოლქის #55-ე საარჩევნო უბნის საკონტროლო ფურცელში არ არის მითითებული შევსების დრო. საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნო კომისიას....