1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე
დარღვევები ხმის მიცემის დროს
ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები
კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 131
1234567

ბიულეტენების რაოდენობა მეტია სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე

თარიღი: 2018-10-29
ოლქი:
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2018-10-29 ბერლინის მე-13 უბანზე 20:25 წუთზე დაფიქსირდა ცდომილება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობასა და გაცემეული ბიუელეტენების რაოდენობას შორის. ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა შეადგენდა 130-ს , ხოლო გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 131-ს....

გამოუყენებელი ბიულეტენების დალუქვის წესის დარღვევა

თარიღი: 2018-10-29
ოლქი: ვაკე
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, საარჩევნო მასალის დალუქვის წესის დარღვევა

2018-10-29 20:40სთ-ზე, კომისიის თავმჯდომარემ გამოუყენებელ ბიულეტენებს არ მოაჭრა ყუა და ასეთი ფორმით დალუქა. ...

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

თარიღი: 2018-10-29
ოლქი: გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2018-10-29 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის 30 საარჩევნო უბანზე, 22:30 წთ-ზე ხმის დათვლის დროს 12 ბიულეტენი არ იყო ხელმოწერილი რეგისტრატორის მიერ. ...

შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შევსება

თარიღი: 2018-10-29
ოლქი: ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული დარღვევები

2018-10-29 ხაშურის #40 უბნის შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული შედგენის თარიღი და დრო, არ არის დამოწმებული ბეჭდით....

ხელმოწერებზე ნაკლები ბიულეტენი

თარიღი: 2018-10-29
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

2018-10-29 აღმოჩნდა 392 ხელმოწერა და 390 ბიულეტენი. კომისიის მდივანმა დამკვირვებელს არ მისცა საშუალება შენივნა შეეტანა ჩანაწერთა წიგნში. დარღვევის დრო: 23:00...

გაბათილებული ბიულეტენები

თარიღი: 2018-10-29
ოლქი: სამგორი
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, ხმის დათვლის პროცედურების დარღვევა

2018-10-29 კომისიის გადაწყვეტილებით 20-მდე ბიულეტენი ბათილად ცნეს ბათილად იმის მიუხედავად, რომ მათში აშკარად იკვეთებოდა ამომრჩევლის ნება სასურველ კანდიდატთან დაკავშირებით. მიღებული გადაწყვეტილებები იყო უსაფუძვლო და არაობიექტური. დამრღვევი: 22:15. ...

შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შევსება

თარიღი: 2018-10-29
ოლქი: ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული დარღვევები

2018-10-29 25-ე საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დამოწმებული არ იყო საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით....

ბიულეტენების რაოდენობა მეტია სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე

თარიღი: 2018-10-29
ოლქი: ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები, ბიულეტენების ჩაყრა

2018-10-29 უბნის დახურვის შემდგომ, 20:05 წუთზე აღმოჩნდა რომ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ერთით ნაკლები იყო გაცემული ბიულეტენების რაოდენობაზე. აღნიშნულის თაობაზე ახსნა-განმარტება დაწერა რეგისტრატორმა კომისიის წევრმა მაია ტაბატაძემ....

ნამდვილი ბიულეტინების მიჩნევა ბათილ ბიულეტინად

თარიღი: 2018-10-29
ოლქი: ვაკე , #165 საჯარო სკოლა
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, ხმის დათვლის პროცედურების დარღვევა

2018-10-29 #2 ოლქის # 50 უბანზე ნამდვილი ბიულეტინები მიიჩნიეს ბათილ ბიულეტინად. ...

ჩანაწერის წიგნის დალუქვასთან დაკავშირებული დარღვევა

თარიღი: 2018-10-29
ოლქი: გლდანი , #173 ბაგა-ბაღი
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, საარჩევნო მასალის დალუქვის წესის დარღვევა

2018-10-29 #10 ოლქის საარჩევნო კომისიაში #106 უბნიდან ჩანაწერთა წიგნი შემოვიდა დაულუქავ მდგომარეობაში...

ჩანაწერთა წიგნის დალუქვასთან დაკავშირებული დარღვევა

თარიღი: 2018-10-29
ოლქი: დიდუბე , ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლე
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, საარჩევნო მასალის დალუქვის წესის დარღვევა

2018-10-29 #8 ოლქის საარჩევნო კომისიაში #5 უბნიდან ჩანაწერთა წიგნი შემოვიდა დაულუქავ მდგომარეობაში...

გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა

თარიღი: 2018-10-29
ოლქი: ქუთაისი , სპორტული სკოლის შენობა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, სიებთან დაკავშირებული პრობლემები

2018-10-29 ქუთაისის N112 საარჩევნო უბანზე გადასატან საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებული იყო 4 ამომრჩეველი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გადასატანი ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გაატანა 5 ბიულეტენი. 10:35 გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანზე დაბრუნდა. ყუთის დაბრუნების შემდეგ გაირკვა რომ გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმა მისცა სამმა ამომრჩეველმა. ხოლო კომისიის წევრებმა უბანზე ნაცვლად 2 ბიულეტენისა დააბრუნეს 1 ბიულეტენი....

ჩანაწერთა წიგნის დალუქვასთან დაკავშირებული დარღვევა

თარიღი: 2018-10-29
ოლქი: გლდანი , #205 ბაგა-ბაღი
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, საარჩევნო მასალის დალუქვის წესის დარღვევა

2018-10-29 გლდანის #10 საოლქო საარჩევნო კომისიაში #62 უბნიდან ჩანაწერთა წიგნი შევიდა დაულუქავ მდგომარეობაში,...

უარი გადასატანი ყუთის წამღები კომისიის და სხვა ფუნქციების გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში მონაწილეობაზე

თარიღი: 2018-10-29
ოლქი: თელავი , #3 საჯარო სკოლა
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე, ფუნქციების გადანაწილების პროცედურების დარღვევა

2018-10-28 #17 ოლქის #1 უბნის კომისიის ერთ-ერთმა წევრმა უარი განაცხადა გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების და კომისიის სხვა წევრებს შორის სხვა ფუნქციების გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში მონაწილეობაზე. ...

გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნება უბანზე დალუქვის გარეშე

თარიღი: 2018-10-29
ოლქი: ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2018-10-28 ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის #100 საარჩევნო უბანზე, გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანზე დააბრუნეს დალუქვის გარეშე. გადასატანი საარჩევნო ყუთის გამყოლი პირების თქმით, ერთი ამომრჩეველი იმყოფება საავადმყოფოში და მოგვიანებით მისცემს ხმას. აღნიშნულ ფაქტზე საოლქო კომისიასთან კონსულტაციის შედეგად, კომისიის მდივანმა შეადგინა ახსნა-განმარტების აქტი. სამართლიანი არჩვნების დამკვირვებელმა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩანაწერების წიგნში გააკეთა შენიშვნა. ...

ჩანაწერთა წიგნის დალუქვასთან დაკავშირებული დარღვევა

თარიღი: 2018-10-28
ოლქი: დიდუბე , ფაჩულიას კალათბურთის აკადემია
ინციდენტის კატეგორია: ხმის დათვლის/შეჯამების დარღვევები, საარჩევნო მასალის დალუქვის წესის დარღვევა

2018-10-28 #8 ოლქის #33 უბნიდან საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩანაწერთა წიგნი შევიდა დაულუქავ მდგომარეობაში. ...

ბიულეტენების რაოდენობა მეტია სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე

თარიღი: 2018-10-28
ოლქი: ქედა
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები

2018-10-28 ქედის მე-80 ოლქის 29-ე საარჩევნო უბანზე, 20:05 წუთზე აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ერთით მეტი იყო გაცემული ბიულეტენების რაოდენობაზე, აღნიშნულის თაობაზე რეგისტრატორმა ნინელი ბარამიძემ დაწერა ახსნა-განმარტება. ხმის დათვლის შემდეგ აღნიშნული ზედმეტი ბიულეტენი საარჩევნო ყუთში არ აღმოჩნდა. ...

გადასატანი საარჩევნო ყუთის ნაკლები ბიულეტენები

თარიღი: 2018-10-28
ოლქი: საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

2018-10-28 გადასატან ყუთთან ერთად კომისიის წევრებმა წაიღეს 12 ბიულეტენი. გადასატანი ყუთის სიაში იყო 9 ადამიანი. ყუთის დაბრუნების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ნაცვლად 3 გამოუყენებელი ბიულეტენისა კომისიის წევრებმა საარჩევნო უბანზე დააბრუნეს მხოლოდ 2 მათგანი. გაურკვეველია თუ სად არის მესამე გამოუყენებელი ბიულეტენი. ...

ბიულეტენების რაოდენობა მეტია სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე

თარიღი: 2018-10-28
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები

2018-10-28 102- ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა მარიამ დუმბაძემ გასცა ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტინი, შესაბამისად აღმოჩდა, რომ გაცემული ბიულეტინების რაოდენობა მეტია ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. დარღვევის დრო 20:05 სთ-ზე....

ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა

თარიღი: 2018-10-28
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: დარღვევები ხმის მიცემის დროს, ხმის მიცემის პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები

2018-10-28 61-ე უბანზე, 17:20 საათზე გამოცხადდა ამომრჩეველი ივეტა ზოიძე, რომელიც ამავდროულად შეყვანილი იყო გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, მაგრამ ხმა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით არ ჰქონდა მიცემული. კომისიამ ამომრჩეველს იმ დასაბუთებით, რომ ის იყო გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, არ მისცა უფლება უბანზე მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ...