1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა აგიტაციაში
სიძულვილის ენის გამოყენება
სააგიტაციო მასალების დაზიანება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 61
1234

საბიუჯეტო ცვლილებები

თარიღი: 2018-10-24
ოლქი: ქედა , ქედა
ინციდენტის კატეგორია: სხვა, საბიუჯეტო ცვლილებები მუნიციპალიტეტებში

0000-00-00 ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელდა ორი ცვლილება, კერძოდ საკრებულოს 2018 წლის 8 ივნისის N22 და 24 აგვისტოს N31 დადგენილებების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილებებით ბიუჯეტი გაიზარდა 181,897 ლარით. ცვლილებები ძირითადად შეეხო სოციალურ, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. გაიზარდა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა 6,000 ლარით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის გამოიყო 13,397 ლარი. ასევე განის...

წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეების მობილიზების ნიშნები

თარიღი: 2018-10-23
ოლქი: ოზურგეთი , ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2018-09-25 25 სექტემბერს, 12 საათზე, დაბა ურეკის კულტურის სახლში, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორი, ოზურგეთის საკრებულოს წევრები და საჯარო მოხელეები. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის ინფორმაციით, შეხვედრაზე მყოფი საჯარო მოხელეები ერთდღიან შვებულებაში იმყოფებოდნენ. აქ ასევე მობილიზებულებიც იყვნენ სკოლის პედაგოგებიც. დამკვირვებელთან საუბრისას, ერთ–ერთმა მათგან...

საბიუჯეტო ცვლილებები ტყიბულის მუნიციპალიტეტებში

თარიღი: 2018-10-23
ოლქი: ტყიბული , ტყიბული
ინციდენტის კატეგორია: სხვა, საბიუჯეტო ცვლილებები მუნიციპალიტეტებში

2018-10-23 ტყიბულის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გაიზარდა სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი თანხები 388,300 ლარიდან 400, 000 ლარამდე. საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტი გაიზარდა 17,900 ლარიდან 47,810 ათას ლარამდე, ხოლო საბინაო კომუნალური მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა 10,787 ლარიდან 23,686 ლარამდე, ძირითადად, სახელმწიფოს ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერების ხარჯზე. დასვენებისა და სპორტის პროგრამაში განხორციელებული ...

საბიუჯეტო ცვლილებები ხონის მუნიციპალიტეტებში

თარიღი: 2018-10-23
ოლქი: ხონი , ხონი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, საბიუჯეტო ცვლილებები მუნიციპალიტეტებში

2018-10-23 ხონის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოიყო 469,689 ლარი, რის საფუძველზეც დაიგეგმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა აგრეთვე განათლების დაფინანსება, ასევე გამოიყო თანხა საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და მათი სათანადო ინვენტარით უზრუნველყოფისთვის....

ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელების წესის დარღვევა მთაწმინდის მუნიციპალიტეტში

თარიღი: 2018-10-23
ოლქი: მთაწმინდა , მთაწმინდა
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2018-10-23 24 აგვისტოს, მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბის მოსახლეობას ურიგებდნენ სააგიტაციო ბუკლეტებს რომელზე არ იყო მითითებული ბუკლეტის დამამზადებლის მისამართი და ბუკლეტების ტირაჟი, რაც ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის სავალდებულო რეკვიზიტს წარმოადგენს. ...

საუბნო საარჩევნო კომისიის პირების არჩევის პროცესში გამოკვეთილი შესაძლო დარღვევები

თარიღი: 2018-10-22
ოლქი: ქობულეთი , ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2018-09-27 27 სექტემბერს, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი ესწრებოდა ქობულეთის #7, #8, #63 საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს. ყველა სხდომაზე შეიმჩნეოდა ტენდენცია, რომ კომისიამ წინასწარ იცოდა ვინ უნდა დაესახელებინათ და ვინ უნდა შეერჩიათ საუბნო კომისიის თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად. კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. 26 სექტემბერს, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების გამართვამდე „ერთიანი ნა...

X

თარიღი: 2018-10-22
ოლქი: ბაღდათი , ბაღდათი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2018-10-22 სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს უნდა დაკვირვებოდა ორი უბნის სხდომებზე დაკვირვების შესაძლებლობა არ მიეცა. დამკვირვებელი უბნებზე გამოცხადდა საოლქო კომისიის მიერ გადაცემული გრაფიკის შესაბამისად. ბაღდათის #30-ე უბანზე სხდომა უნდა ჩატარებულიყო 13:00 საათზე. დამკვირვებელი უბანზე გამოცხადდა 12:45 წუთზე, თუმცა ოლქის წევრები და უბნის კომისიის წევრები უბანზე არ გამოცხადდნენ. 14:55 წუთზე დამკვირვებელი დაუკავშირდა საოლქო კომის...

ტოტალიზატორის გამართვის შესახებ გირჩის ინიციატივა

თარიღი: 2018-09-27
ოლქი: საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2018-09-27 27 სექტემბერს, „გირჩის“ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელდა განცხადება25, რომლის თანახმადაც პ/გ მოუწოდებს მხარდამჭერებს მიიღონ მონაწილეობა ტოტალიზატორში, რითაც შემოწმდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის სანდოობა. ტოტალიზატორის პირობები შემდეგნაირი იქნება, თუ ზურა ჯაფარიძის რეიტინგი არჩევნებზე 5%-ზე ნაკლები აღმოჩნდება, მაშინ ფსონის დამდები მიიღებს დამატებით დადებული თანხის 100%-ს, ხოლო თუ 5%-ი ან მეტი, მაშინ თანხა „გირჩს“ დარჩება. ტექსტის მიხედვით, მინიმალური ...

საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები და ხელძღვანელი პირების არჩევის პროცესი

თარიღი: 2018-09-26
ოლქი: სამგორი , სამგორი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები და ხელძღვანელი პირების არჩევის პროცესი

2018-09-26 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი სამგორის ოლქში 26 და 27 სექტემბერს დაესწრო #39, #40, #11, #12, #45, #50, #51, #58, #59 საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომებს. საუბნო კომისიების თანამდებობის პირთა არჩევის პროცესში შეინიშნებოდა, რომ კომისიის წევრებმა წინასწარ იცოდნენ ვინ უნდა დაესახელებინათ და აერჩიათ თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად....

საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები და ხელძღვანელი პირების არჩევის პროცესი

თარიღი: 2018-09-26
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2018-09-25 ჩოხატაურში ენმ-ს ოფისისი ხელმძღვანელმა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს 25 სექტემბერს მიაწოდა სია იმ პირებისა, რომლებსაც, მისი თქმით აირჩევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პოზიციებზე. 26 და 27 სექტემბერს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი, ჩოხატაურის ოლქის 6 უბანზე დაესწრო და დააკვირდა საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომებს. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის დაკვირვებით, ხუთ უბანზე ხელმძღვანელ პირებად არჩეულ იქნენ ის პიროვნებები, რომლებიც ენ...

საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები და ხელძღვანელი პირების არჩევის პროცესი

თარიღი: 2018-09-26
ოლქი: ბაღდათი , ბაღდათი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები და ხელძღვანელი პირების არჩევის პროცესი

2018-09-26 26 სექტემბერს, ბაღდათის ოლქის #10 უბანზე გაიმართა პირველი სხდომა. სხდომა გახსნა უხუცესმა წევრმა, კომისიის თავჯდომარედ დასახელდა და კომისიის წევრებმა აირჩიეს ნინო ფართლაძე, რომელსაც 2017 წელს შეფარდებული აქვს დისციპლინარული პასუხისმგებლობა. კომისიამ ასევე აირჩია თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. ოქმის და სხვა დოკუმენტაციის შევსება ხდებოდა ოლქის წევრების დახმარებით. • იმავე დღეს, #16 უბანზე (ზედა დიმი, სოფ დიმის №2 საჯარო სკოლა) ჩატარდა პირველი სხდომა 14:00 საათზე. სხდომის დაწყებამდე კ...

წინასაარჩვნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2018-09-25
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2018-09-25 25 სექტემბერს, 15:10-ზე, ლანჩხუთის კულტურის ცენტრში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ შენობის გარეთ გასულ კანდიდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დახვდნენ სასტვენებითა და პლაკატებით „არცერთი ხმა მოღალატეს!“. ადგილზე ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია....

სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ზეწოლა და საქმიანობის ხელშეშლა

თარიღი: 2018-09-25
ოლქი: მარტვილი , მარტვილი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2018-09-25 25 სექტემბერს, 12:53-ზე, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა განცხადებით მიმართა მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს და მოითხოვა საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების გრაფიკის გადმოცემა. მან მდივანს სიტყვიერადაც აცნობა, რომ გრაფიკი საუბნო კომისიის სხდომებზე დასწრებისთვის სჭირდებოდა. პასუხად, კომისიის მდივანმა აღნიშნა, რომ გრაფიკი ჯერ არ ჰქონდათ შედგენილი და შედგენის შემდეგ ელექტრონული ფოსტით გაუგზავნიდა ინფორმაციას. დაპირების მიუხედავად, კომისიის მდივ...

წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2018-09-24
ოლქი: ქობულეთი , ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2018-09-24 24 სექტემბერს, ქობულეთის კულტურის სახლში, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დასრულების შემდგომ, კულტურის სახლის ეზოში კანდიდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის შტაბის ხელმძღვანელები შეძახილებითა და საპროტესტო პლაკატებით დახვდნენ. სამართალდამცველებმა დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად აქციის მონაწილეები კანდიდატთან ახლოს არ მიუშვეს....

წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2018-09-24
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2018-09-24 24 სექტემბერს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა. კანდიდატის სიტყვით გამოსვლისას დარბაზიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ, ასლან ვაშაყმაძემ მას შეძახილით მიმართა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ინციდენტის შემდეგ მოქალაქე დარბაზიდან ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა გააძევეს. მოგვიანებით, ასლან ვაშაყმაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ იგ...

წინასაარჩენო კამპანიისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2018-09-22
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2018-09-22 22 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში ამომრჩევლებს ხვდებოდა მას სიტყვით გამოსვლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მაია კალანდიამ შეაწყვეტინა და სხვადასხვა შეძახილებით ცდილობდა ხელის შეშლას. დარბაზში მსხდომი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები ცდილობდნენ ტაშით გადაეფარათ მისი ხმამაღალი შეძახილები....

წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2018-09-17
ოლქი: ბორჯომი , ბორჯომი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2018-09-17 17 სექტემბერს, ენმ-ს და მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყვიბისის თემში ამომრჩევლებს ხვდებოდა. აღნიშნულ შეხვედრას პ/გ „ქართული ოცნების“ აქტივისტი, ა(ა)იპ „ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის“ თანამშრომელი ლევან ბლიაძე ესწრებოდა, რომელიც თავიდანვე ცდილობდა ღონისძიებისთვის ხელის შეშლას რიტორიკული და შეურაცხმყოფელი სიტყვებით. იგი პრეზიდენტობის კანდიდატს სიცრუესა და მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებდა. ამ დროს მცირედი შე...

წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2018-09-13
ოლქი: ქარელი , ქარელი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2018-09-13 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 13 სექტემბერს ქარელში იმყოფებოდა. გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერში უნდა შეხვედროდა თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკა ისე განათავსეს, რომ სკვერში შესასვლელი გზა ჩაიკეტა. ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ მათ წინასწარ, წერილობით მიმართეს მუნიციპალიტეტს და ითხოვეს ნებართვა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეხვედრის ჩასატარებლად, თუმცა ქარელის მერიაში მათ განუცხადეს რომ...

წინასაარჩვნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

თარიღი: 2018-09-12
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

2018-09-12 12 სექტემბერს, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ამომრჩევლებთან. სალომე ზურაბიშვილმა თეატრის შენობაში შესასვლელიდან შესვლა ვერ მოახერხა, რადგან შესასვლელთან მიმდინარეობდა მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს აქტივისტების საპროტესტო აქცია. აქტივისტები ითხოვდნენ თეატრის შენობაში შესვლას, შეხვედრაზე დასწრებას და კანდიდატისთვის შეკითხვების დასხმას, მათ შორის პასუხის...